სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო ჟურნალი „შრომები“ არის სრული ღია წვდომის, რეცენზირებადი პერიოდული გამოცემა. იგი მოწოდებულია გამოაქვეყნოს რეცენზირებული სტატიები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც თავდაცვის სფეროში, ისე მეცნიერების სხვადასხვა დარგებში, (იმ პირობით, რომ იგი შეესაბამება ჟურნალის მიზნებს).

ჟურნალის მიზნები, მისია  და კონცეფცია:

ჟურნალის მიზანია ეროვნული უსაფრთხოების კვლევა თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტში, ასევე ხელი შეუწყოს ზედმიწევნით, ზუსტ სამეცნიერო კვლევას და მის გავრცელებას სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდების დაცვით; ჟურნალი ორიენტირებულია შექმნას საერთაშორისო შედარებითი დისკუსიის პლატფორმა სხვადასხვა სამეცნიერო წრისათვის; წარმოვაჩინოთ მაღალი ხარისხის სამეცნიერო ნაშრომები, და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ისინი მსოფლიო სამეცნიერო წრეებისათვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

ჩვენს ჟურნალში პუბლიკაციები უნდა შეიცავდეს სხვადასხვა სამეცნიერო დარგების  ცოდნის საკითხებს, და მასთან დაკავშირებული დამხმარე კვლევებს.

რეცენზირებადი ჟურნალის  „შრომების”  მისიაა სამხედრო მეცნიერების განვითარება და სამოქალაქო საზოგადოებაში მისი ცნობადობის და ზოგადად, ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

ჟურნალის ამოცანებია: მაღალ რეიტინგულ საერთაშორიო სამეცნიერო გამოცემებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება, საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მიერ აღიარებულ ავტორიტეტულ საერთაშორისო ბაზებში განთავსება, მკითხველთა და ავტორთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება და ჟურნალის პოპულარიზაცია.

პერიოდულობა: კრებული „შრომები” გამოიცემა წელიწადში ერთხელ, ქართულ  ენაზე.