სამხედრო მეცნიერებისა და სამხედრო პროგნოზირების პრობლემები ინტელექტუალური და ინფორმაციული დაპირისპირების კონტექსტში
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში აღნიშნულია, რომ თანამედროვე სამხედრო საქმე წარმოუდგენელია მეცნიერების გარეშე. ტექნოლოგიური პროგრესი, ინოვაციური კვლევები და ინტერდისციპლინარული ცოდნა განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების განვითარებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების დონეს. მეცნიერება უზრუნველყოფს ახალი სტრატეგიული მიდგომების, დაზვერვისა და კიბერუსაფრთხოების სისტემების, ასევე მოწინავე იარაღისა და საინფორმაციო ინფრასტრუქტურის განვითარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხედრო მეცნიერების ინტეგრაცია სხვა დისციპლინებთან — ინჟინერიასთან, ინფორმატიკასთან, ფსიქოლოგიასთან და გეოპოლიტიკასთან, რაც იძლევა კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. XXI საუკუნეში სამხედრო საქმე გარდაიქმნა ცოდნაზე დაფუძნებულ სფეროდ, სადაც მეცნიერული კვლევა და ანალიტიკა არის არა მხოლოდ ტექნოლოგიური, არამედ სტრატეგიული უპირატესობის მთავარი წყარო. შესაბამისად, მეცნიერების როლი სამხედრო საქმეში დღეს განისაზღვრება როგორც ეროვნული უსაფრთხოების, ინოვაციური თავდაცვის და გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ფუნდამენტური საფუძველი.
ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია, რომ მეცნიერება სამხედრო სფეროში ყოველთვის იყო გადამწყვეტი ფაქტორი სახელმწიფოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების განსაზღვრაში. ავტორს ხაზი აქვს გასმული, რომ ისტორიულად, სამხედრო ტექნოლოგიები იყო მეცნიერებისა და ინოვაციების ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, ხოლო დღეს დღობითაც ბალისტიკის, ნავიგაციის, კიბერნეტიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება უშუალოდ უკავშირდება სამხედრო კვლევებს. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც გლობალური საფრთხეები და ჰიბრიდული ომები სულ უფრო რთულ ფორმებს იღებს, მეცნიერების როლი სამხედრო საქმეში განსაკუთრებით იზრდება.