ინფორმაციული უსაფრთხოების გამოწვევები თანამედროვე ეკონომიკაში

Main Article Content

თეა ბიძინაშვილი
ნინო ვერულავა

ანოტაცია

თანამედროვე ეკონომიკა სწრაფი ციფრული ტრანსფორმაციის პერიოდში ვითარდება, რაც ახალ შესაძლებლობებთან ერთად ზრდის სხვადასხვა რისკებსაც. ინფორმაციული უსაფრთხოება სულ უფრო აქტუალური საკითხი ხდება, რადგან ეკონომიკური სისტემები მეტად დამოკიდებულები არიან ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე და ინფორმაციული რესურსების დაცვა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. კიბერშეტევები, მონაცემთა გაჟონვები, ფიშინგი და სხვა კიბერ-დანაშაულები ქმნიან მნიშვნელოვან საფრთხეებს ბიზნესებისთვის, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებისთვის.


ინფორმაციული უსაფრთხოების დარღვევა არა მხოლოდ კომპანიის ფინანსურ ზარალს იწვევს, არამედ ზიანს აყენებს მის რეპუტაციას და მომხმარებელთა ნდობას, რაც საბოლოოდ აისახება მთელ ეკონომიკურ სისტემაზე. შედეგად, საკითხი გადადის ტექნიკურ დონეზე და დგება, როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვან პრობლემად. ბიზნესები და სახელმწიფო უწყებები აწყდებიან აუცილებლობას, ინტეგრირდნენ მოწინავე ტექნოლოგიებთან, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, ბლოკჩეინი და ავტომატიზაცია, რაც მათ საშუალებას აძლევს ეფექტურად დაუპირისპირდნენ თანამედროვე კიბერშეტევებს.


ნაშრომი მიზნად ისახავს გაანალიზოს თანამედროვე ეკონომიკაში ინფორმაციული უსაფრთხოების გამოწვევები, მათ შორის კიბერშეტევების ეკონომიკური ზიანი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები და შესაბამისი პოლიტიკების მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს კონტექსტს, სადაც ციფრული ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, თუმცა გამოწვევებიც თანმხლებია, რაც მოითხოვს სისტემურ მიდგომებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან.


აღსანიშნავია, რომ ინფორმაციული უსაფრთხოება არის განუყოფელი კომპონენტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და გლობალურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. შესაბამისად, მოთხოვნილია ეფექტიანი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიების განახლება და აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან.


ამ გზით, სტატია ემსახურება არა მხოლოდ გამოწვევების იდენტიფიკაციას, არამედ წინადადებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მდგრადი და უსაფრთხო ეკონომიკური გარემოს შექმნას ციფრულ ეპოქაში.

საკვანძო სიტყვები:
ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერშეტევები, ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, ბლოკჩეინი, ეკონომიკური ზიანი, საქართველოს ეკონომიკა, კიბერ-დაცვა, ციფრული ტრანსფორმაცია, სახელმწიფო პოლიტიკა
გამოქვეყნებული: დეკ 16, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles