საბანკო სექტორში საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში განხილულია ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ძირითადი სამართლებრივი მექანიზმების, საინვესტიციო ლიმიტებსა და რისკების მართვის არსებული სტანდარტები. კვლევა მიუთითებს იმ აუცილებლობაზე, რომ რეგულაციები იყოს დინამიურად ადაპტირებული გლობალური ფინანსური სტანდარტებისა და მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად. ყურადღება გამახვილებულია ციფრული პლატფორმის მნიშვნლობაზე, რაც საქართველოში ბანკების საინვესტიციო პრაქტიკის მომავალი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. საკრედიტო ინსტიტუტებისთვის ციფრული ფინანსური აქტივების საინვესტიციო პლატფორმებზე განთავსების უფლების მინიჭება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი კაპიტალიზაციისა და შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად. ეს არა მხოლოდ გააძლიერებს ბანკების ფინანსურ სტაბილურობას, არამედ ხელს შეუწყობს მთელი ფინანსური ბაზრის ინოვაციურ განვითარებას.
სტატია მიმოიხილავს საქართველოს საბანკო სექტორში საინვესტიციო საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებას, განსაკუთრებული აქცენტით მის როლზე ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში, დეპოზიტორებისა და ინვესტორების ინტერესების დაცვაში და ფინანსური დანაშაულების პრევენციაში. ანალიზი ასახავს რეგულირების ისტორიულ განვითარებასა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ მექანიზმებს, მათ შორის საინვესტიციო ლიმიტებსა და რისკების მართვის სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული ფინანსური აქტივებისა და პლატფორმების მზარდ მნიშვნელობას, რომლებიც ბანკების საინვესტიციო პრაქტიკისა და ფინანსური ბაზრის ინოვაციური განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ ფაქტორად ყალიბდება.
კვლევა ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ რეგულაციები დინამიურად ერგებოდეს გლობალურ სტანდარტებსა და მდგრადი განვითარების პრინციპებს, ამასთან უზრუნველყოფდეს ბანკების კერძო ინტერესებისა და ფართო საზოგადოებრივ-ეკონომიკური მიზნების ჰარმონიულ ბალანსს. ასეთი მრავალმხრივი მიდგომა ხელს უწყობს უფრო ღრმა გაგებას, თუ როგორ შეიძლება ეფექტურმა სამართლებრივმა რეგულირებამ ერთდროულად უზრუნველყოს, როგორც ფინანსური სტაბილურობა, ასევე ინოვაციური განვითარება, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადი პროგრესისთვის.