პროკრასტინაცია და პერფექციონიზმი შფოთვასთან მიმართებაში: მიმოხილვა და ანალიზი
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ მექანიზმებს, რომლებიც ზემოქმედებენ ინდივიდის თვითრეგულაციასა და სამუშაოს შესრულების ეფექტიანობაზე. სტატია მიზნად ისახავს პროკრასტინაციისა და პერფექციონიზმის ურთიერთკავშირის ანალიზს, შფოთვის ფსიქოლოგიურ ფონზე.
წინამდებარე ნაშრომში განმარტებულია ფსიქოლოგიური ტერმინები; განხილულია ფსიქოლოგების და ფსიქიატრების: მ.ჰოლენდერის, გ.ბერნსის, დ.ჰამაჩეკის და სხვათა თეორიული მოდელები, სადაც მკვლევარები ხსნიან პერფექციონიზმის და პროკრასტინაციის ფენომენს და შფოთვის, როგორც მედიატორს როლს ამ ორ კონსტრუქტს შორის.
ნაშრომში მიმოხილულია ფსიქოლოგიის სხვადასხვა(ორგანიზაციული, სოციალური, პიროვნების, განვითარების)დარგებში, მედიცინაში, ჩატარებული სამეცნიერო კვლევები. ჩატარებული ანალიზი ეფუძნება ემპირიულ კვლევებსა და თანამედროვე თეორიებს თვითრეგულაციის, ემოციური კონტროლისა და მოტივაციური პროცესების შესახებ. მათი ანალიზის საფუძველზე მიღებული დასკვნები მიუთითებს, რომ შფოთვა წარმოადგენს ცენტრალურ ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს პერფექციონისტური ტენდენციებისა და მნიშვნელოვანი საქმის გადადება/გადავადების ქცევის განხორციელების ალბათობას და მის სიძლიერეს.
განხილული თეორიული მოდელები და ორგანიზაციულ ფსიქოლოგიაში ჩატარებული კომპლექსური კვლევები ამყარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასურველია ემოციური რეგულაცია განიხილებოდეს როგორც ფსიქოპროფილაქტიკური ჩარევის სტრატეგია, მით უფრო, აკადემიურ და პროფესიულ გარემოში.
ნაშრომში განხილულ თეორიულ მოდელებს და ჩატარებული კვლევის შედეგებს გავლენა აქვს პერფექციონიზმსა და პროკრასტინაციას შორის ურთიერთობის თეორიულ და ემპირიულ გაგებაზე და შეუძლია გავლენა მოახდინოს ინტერვენციების გზების შემუშავებაზე, რათა მკითხველს ასწავლოს, თუ როგორ შეუძლიათ გაუმკლავდნენ პერფექციონიზმის და პროკრასტინაციის სტრესულ ფორმებს ზრდასრულ ასაკში.