ქიმია ომში

Main Article Content

მერაბ ნადირაშვილი

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოში არსებულმა პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეალიების განსხვავებულობამ, სახელმწიფოთა შორის უსაფრთხოების საკითხში არსებულმა უნდობლობამ, სამხედრო სფეროს არნახული განვითარება განაპირობა. ასეთი პროგრესი, უდავოდ, მეცნიერების მაღალი დონითაა განპირობებული.


ერთი შეხედვით, ქიმიის მეცნიერების მონაწილეობა ამ პროგრესში თითქოს შეუმჩნეველია და მხოლოდ ქიმიური იარაღისა და მისგან თავდაცვის საშუალებათა შექმნით შემოიფარგლება. თუმცა, ეს ასე არ არის. ქიმია, საოცარი შესაძლებლობების მეცნიერებაა. მას შეუძლია შექმნას ბუნებაში არსებული და არარსებული ნივთიერებები, რომლებსაც უდიდესი პრაქტიკული გამოყენება აქვთ. აქ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - სამხედრო სფეროა. აკადემიკოს ა.ნ. ფრუმკინის თქმით, ,,ქიმია არის ერთ-ერთი არსებითი ფაქტორთაგანი, რომელზეც დამოკიდებულია წარმატება თანამედროვე ომში...’’


სტატიაში, მისი ფორმატის გათვალისწინებით, მოკლედაა განხილული ის ძირითადი აქცენტები, რომლებსაც ქიმიური მეცნიერება იძლევა სამხედრო საქმეში სტრატეგიული თუ ტაქტიკური ხასიათის ამოცანების გადაწყვეტისათვის.

საკვანძო სიტყვები:
ქიმია, სამხედრო საქმე, ატომბირთვული პროცესები, სტრატეგია, ტაქტიკა, ფეთქებადი ნივთიერებები, სინთეზი, ანალიზი, ტესტირება
გამოქვეყნებული: დეკ 16, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles