აღსრულებადი გადაწყვეტილების ნამდვილი ბუნება (საფრანგეთის მაგალითზე)
Main Article Content
ანოტაცია
საჯარო სამართალში აღსრულებადი გადაწყვეტილება ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებულ იმ აქტს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ყველასთვის - განურჩევლად სოციალური, ეკონომიკური ან სხვა სტატუსისა. ასეთი გადაწყვეტილება იწვევს დაუყოვნებელ იურიდიულ შედეგებს და მისი განხორციელება აუცილებელია კანონით განსაზღვრულ წესში.
ტრადიციულად, ცივილისტურ სამართალში „აღსრულებადი“ ნიშნავს: აქტს თან ახლავს იძულებითი აღსრულების უფლება; ამ უფლების მფლობელ სუბიექტს შეუძლია გამოიყენოს იძულება მოვალის ქონებაზე ან პიროვნებაზე; მიზანია ურჩი პირის „მობილიზაცია“ - ანუ გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა თუნდაც ძალის გამოყენებით. რატომ მოხვდა ეს კონცეფცია ადმინისტრაციულ სამართალში? ისტორიულად დიდი ხნის განმავლობაში მინისტრები და ადმინისტრაციული ორგანოები თავად ასრულებდნენ მოსამართლეთა ფუნქციას ადმინისტრაციული დავების პირველ ინსტანციაში. მათი გადაწყვეტილებები მაშინ სასამართლო გადაწყვეტილებების ძალას ატარებდა. ამიტომ ისინი მატერიალურად აღსრულებადი იყო - ანუ რეალურად შეიძლებოდა მათი იძულებით აღსრულება.
როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოებს ჩამოერთვათ სამართლიანობის განხორციელების უფლება და იგი გადავიდა სასამართლოებზე: გაჩნდა ბუნდოვანი ზღვარი: ადრე გამოცემულ სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და მათ მიერ გამოტანილ ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ აქტებს შორის. ამ ისტორიულად გამომუშავებულმა „სასამართლო“ იმიჯმა ხელი შეუწყო იდეას, რომ ადმინისტრაციული აქტებიც ატარებდნენ „აღსრულებადობის“ ძლიერ, მრავალმნიშვნელოვან (პოლისემიურ) მნიშვნელობას.
აღსრულებადობის პრინციპი კი გულისხმობს, რომ:
- როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა, მისი შესრულება სავალდებულოა;
- გადაწყვეტილების შეჩერება ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ კანონით ან სასამართლოს მიერ;
- ამ პრინციპით დაცულია სახელმწიფოს სამართლებრივი წესრიგი და საჯარო მმართველობის ეფექტიანობა.
აღსრულებადი გადაწყვეტილების დოქტრინალურ უნანიმიზმს შესწევს უნარი გაფანტოს ყველა კრიტიკა. მიუხედავად ამისა, საინტერესოა ყველას მიერ მოწონებული ცნებების ნამდვილი შინაარსის განხილვა. მოცემულ შემთხვევაში, ასეთი კვლევა საშუალებას მოგვცემდა გავაცნობიეროთ ის, რომ აღსრულებადი ხასიათი არ შეიძლება იყოს ასეთი პრინციპის საყრდენი. მისი ბუნებრივი დაახლოვება გადაწყვეტილებების სავალდებულო ხასიათთან მას აფერხებს. მეტიც, ამ თვისებას, ლოგიკის მოკვლით, შედეგად მოჰყვება მოქმედი პრინციპის დეგრადაცია.