ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური გავლენა მასობრივ ცნობიერებაზე
Main Article Content
ანოტაცია
სტატია მიმოიხილავს ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური გავლენის მექანიზმებს, რომლებიც თანამედროვე ჰიბრიდული საფრთხეების პირობებში მიზანმიმართულად გამოიყენება მასობრივი ცნობიერების მანიპულაციისთვის. ნაშრომში ხაზია გასმული, რომ ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური გავლენა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და აქტუალური საკითხია. გლობალური მედიის, ციფრული კომუნიკაციის, სოციალური ქსელებისა და ალგორითმული ეკოსისტემების სწრაფი განვითარება ქმნის გარემოს, სადაც მოსახლეობის ცნობიერებაზე ზემოქმედება ხდება უწყვეტი, მრავალარხიანი და ხშირად უხილავი ფორმებით. სტატია მიმოიხილავს ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ზეგავლენის არსს, მისი გამოყენების მექანიზმებს, მასობრივი ცნობიერების თავისებურებებს, ასევე იძლევა ანალიზს, თუ როგორ ფორმირდება საზოგადოებრივი განწყობები, მასობრივი ქცევები და კულტურულ-პოლიტიკური ორიენტაციები ინფორმაციული ზეწოლის პირობებში.
სამხედრო-მეცნიერული ანალიზის ფარგლებში დაინტერესების საგნად იქცევა ინფორმაციული ოპერაციების სტრუქტურა, მათი გზავნილების მოდელირება, ფსიქოლოგიური ზემოქმედების სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირება და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სტრატეგიებში მათი ინტეგრირება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თავდაცვის სფეროში არსებული მოწყვლადობის წერტილებს: ინსტიტუციური ნდობის დაქვეითებას, სამხედრო სტრუქტურების დისკრედიტაციას, კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ დეზინფორმაციას და სამხედრო პერსონალზე ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმებს. სტატიაში წარმოდგენილია ჰიბრიდული საფრთხეების ზრდის ტენდენციები, ინფორმაციული შეტევების ტიპოლოგია და სუსტი წერტილების ანალიტიკური მოდელი. კვლევა ასკვნის, რომ ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური საფრთხეების წინააღმდეგ მდგრადობის ფორმირება სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის აუცილებელი კომპონენტია და მოითხოვს ინტერდისციპლინურ, სისტემურ და სტრატეგიულ მიდგომას.