სატრანზიტო ლაბირინთები და საქართელო

Main Article Content

შალვა კვეზერელი
რუსუდან დალაქიშვილი- ჭიჭინაძე
ქეთევან ჭიაბრიშვილი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და სხვა სატრანზიტო დერეფნების არსებული მდგომარეობა. ძირითადი აქცენტი კეთდება, საქართველოზე გამავალ განედურ სატრანზიტო დერეფნებში, ძირითადი ტვირთების წარმოშობის წყაროების შეფასებაზე; ასევე განხილულია ცენტრალური აზიის ქვეყნების ეკონომიკები და იქ დაგეგმილი მსხვილმასშტაბიანი პროექტები, რომელთა ამოქმედების შემდეგ ტვირთების მოზიდვის კუთხით, საქართველოსთვის ჩნდება ახალი შესაძლებლობები. ნაშრომში, შედარებით ვრცლად არის გაანალიზებული ყაზახეთში და უზბეკეთში დაგეგმილი მსხვილმასშტაბიანი სახლმწიფო სტრატეგიული პროექტები,  თურქმენული გაზის ევროკავშირისათვის მიწოდების ახალი ინიციატივები და ევროკავშირის გაცხადებული თანამშრომლობისა და მსხილმასშტაბიანი ინვესტიციების შესახებ  ცენტრალური აზიის ქვეყნებში.


            კონკურენციის ჭრილში სტატიაში განხილულია საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის ძირითადი კონკურენტი სატრანზიტო მარშრუტები, ისეთი როგრიცაა ჩრდილოეთ - სამხრეთის დერეფანი, რუსეთის ფედერაციაზე გამავალი სატრანზიტო  და სომხეთზე პოტენციურად შესაძლო არსებული სატრანზიტო დერეფნები, რომელთა გახსნის შესახებ გარკვეული შეთანხმებები და პრაქტიკული სამუშაოები უკვე განხორციელდა.

საკვანძო სიტყვები:
შუა დერეფანი, სატრანზიტო დერეფანი, საქართველო, ევროკავშირი, ცენტრალური აზია, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, აშშ
გამოქვეყნებული: დეკ 16, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles