საქართველოს წიგნიერების კრიზისი: მრავალგანზომილებიანი ანალიზი და ინტეგრირებული გადაჭრის მოდელი
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი ეხმაურება საქართველოს განათლების სისტემის უმწვავეს გამოწვევას – PISA-სა და PIRLS-ის კვლევებით დადასტურებულ მოსწავლეთა ფუნქციური წიგნიერების კრიტიკულად დაბალი დონეს და მიზნად ისახავს, საერთაშორისო სამეცნიერო ლიტერატურისა და ადგილობრივი პრაქტიკის სინთეზის საფუძველზე, პრობლემის გადაჭრის ინტეგრირებული, მრავალგანზომილებიანი მოდელი შექმნას. ნაშრომის მთავარი თეზისის თანახმად, წიგნიერების კრიზისი არ არის ერთეული პრობლემა, არამედ სამი ურთიერთდაკავშირებული სისტემის კოლაფსის შედეგია: კოგნიტური დეფიციტი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ენის სტრუქტურული კომპონენტების (მორფოსინტაქსის) სისუსტეში ვლინდება; ფსიქოლოგიური მანკიერი წრე, სადაც აკადემიური წარუმატებლობა იწვევს მოტივაციის კარგვასა და დასწავლილ უმწეობას; და სოციალურ-გარემო ფაქტორები, მათ შორის, სკოლის, ოჯახისა და თანატოლების არაეფექტიანი მხარდაჭერა. ამ კომპლექსური დიაგნოზის საპასუხოდ, ნაშრომი გვთავაზობს ჰოლისტურ სტრატეგიას, რომელიც ეფუძნება პროაქტიულ, მრავალდონიან მხარდაჭერის სისტემას (RTI), მტკიცებულებებზე დაფუძნებული პედაგოგიკის (მაგ., ურთიერთსწავლება) დანერგვას და სისტემურ რეფორმებს კურიკულუმის, მასწავლებლის პროფესიისა და შეფასების მიმართულებით. კვლევის საბოლოო დასკვნით, წიგნიერების კრიზისის დაძლევა მოითხოვს გრძელვადიან, კოორდინირებულ ეროვნულ სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ PISA-ს რეიტინგების გაუმჯობესებას, არამედ მოაზროვნე და სრულფასოვანი მოქალაქეების თაობის აღზრდას.