საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების საიმედოობის შეფასების სამხედრო აქტუალობა და მათემატიკური მოდელირება

Main Article Content

გიორგი კოხრეიძე

ანოტაცია

თანამედროვე ციფრულ გარემოში, სადაც საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების (სსს) მდგრადობა და უწყვეტობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა როგორც სახელმწიფო, ისე სამხედრო უსაფრთხოებისთვის, კიბერსაფრთხეებზე დროული და ზუსტი რეაგირების საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მავნე პროგრამებზე დაფუძნებული ვირუსული შეტევების ინტენსიური ზრდა ართულებს მონაცემთა კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ხოლო არსებული შეფასების მეთოდები ხშირად ვერ ასახავს საფრთხის დროით დინამიკასა და შემთხვევითი მოვლენების ზემოქმედებას. სტატიაში წარმოდგენილია მათემატიკურად დასაბუთებული მეთოდოლოგია, რომელიც აღწერს მავნე პროგრამების გამოყენებით განხორციელებული ინფორმაციული დარღვევების შვიდ მოდელს და ავითარებს ეფექტურობის ახალი ტიპის ინდიკატორს, რომელიც ეფუძნება რეაგირების, აღმოჩენისა და საფრთხის არსებობის დროითი პარამეტრების ერთიან შეფასებას. მოდელი ითვალისწინებს ალტერნატიული მოვლენების ურთიერთდამოკიდებულებას, მონაცემებში არსებულ გაურკვევლობასა და რეაგირების პროცესების ალბათურ ბუნებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ანალიზის სიზუსტეს. ექსპერიმენტულმა კვლევამ აჩვენა, რომ შემუშავებული მოდელები არსებითად ამცირებს გადაჭარბებულ შეფასებებს, რაც დამახასიათებელია გამარტივებული მიდგომებისთვის (32–58%-მდე პოზიტიური ცდომილება). გარდა ამისა, იდენტიფიცირებულია ის კრიტიკული პროცედურები, რომლებიც ყველაზე მეტად ახდენენ ზემოქმედებას რეაგირების ეფექტურობაზე და რომელთა სრულყოფა აუცილებელია სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში. მიღებული შედეგები ხელს უწყობს ანტივირუსული დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების სამეცნიერო საფუძვლების ჩამოყალიბებას და სსს-ის საიმედოობის ამაღლებას თანამედროვე კიბერსაფრთხეებთან წინააღმდეგობის პირობებში.

საკვანძო სიტყვები:
საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემები, კიბერსაფრთხეები, მავნე პროგრამები, ვირუსული შეტევები, მათემატიკური მოდელირება, რეაგირების ეფექტურობა, საიმედოობის შეფასება, სამხედრო კიბერუსაფრთხოება, ანტივირუსული დაცვა
გამოქვეყნებული: დეკ 16, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles