სპარსული სიტყვა „იადგარი“ ქართულ ენაში
Main Article Content
ანოტაცია
სიტყვათა სესხება ენებში ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს ყველა ენას ახასითებს, მათ შორის ქართულ ენასაც, სადაც მრავლად გვხვდება ნასესხები სიტყვები. ქართულ ენაში ადვილად დამკვიდრდა სპარსული ლექსიკის დიდი ნაწილი. სპარსული ენის ენობრივი ერთეულებიდან ერთერთი ასეთია სიტყვაა „იადგარი“. ეს სიტყვა ქართულ ენაში ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლს წარმოადგენს. იგი აღნიშნავს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრვალსაუკუნოვან ლიტურგიკულ კრებულს.
ეს მოვლენა თავისთავაად აღსანიშნავი ფაქტია ქართული ენის ისტორიაში. აღნიშნული საკითხი იწვევს დაინტერესებას, როგორც ქართული და სპარსული ენის, ისე ქართული ლიტერატურის და მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების კვლევის მიმართულებით. ამ სტატიაში განვიხილვთ გზებს რომელთა მეშვეობითაც ეს ტერმინი დამკვიდრდა ქართულ ენაში და ვეძიებთ მიზეზებს, რამაც განაპირობა მისი დამკვიდრება.