საჰაერო ტრანსპორტის დაცვა დარტყმითი დატვირთვებისგან

Main Article Content

ა. მაისურაძე
ს. მებონია
მ. ჭელიძე
ბ. მღებრიშვილი

ანოტაცია

განხილულია საფრენი აპარატების ტურბორეაქტიულ ძრავასა და ფრინველების დარტყმითი ურთიერთქმედება. ნაშრომში ფრინველის ტანი განხილულია როგორც ბლანტი მასა, ხოლო დარტყმის დროს ფრინველის ტანში მიმდინარე ფიზიკური პროცესები აღვწერილია ჰიდროდინამიკური მოდელით. დარტყმის მომენტში მაქსიმალური წნევის ძალა განსაზღვრულია სისტემის მოძრაობის რაოდენობის ცვლილების თეორემის მიხედვით. შემოთავაზებულია ძრავას დამცავი მოდულის უცხო სხეულებთან შეჯახების დროს წარმოქმნილი ძალების განსაზღვრის მეთოდიკა და მათემატიკური მოდელი დამცავი მოდულის დინამიკის შესწავლისათვის. მიღებულია ტურბორეაქტიული ძრავასას დამცავი მოდულის მოძრაობის მეორე რიგის არაერთგვაროვანი დიფერენციალური განტოლება მუდმივი კოეფიციენტებით. დადგენილია, რომ მოდულის კონსტრუქციის დრეკადი ელემენტები ასრულებს დემპფირების ფუნქციას და ნაწილობრივ ახდენს დარტყმის ძალის შერბილებას. მოცემულია თვითმფრინავის ტურბორეაქტიული ძრავის მოდულის გარე ობიექტებთან, მათ შორის ფრინველებთან, დარტყმითი ურთიერთქმედებისგან დამცავი ბადის გაანგარიშების მეთოდი.

საკვანძო სიტყვები:
საფრენი აპარატი, ტურბორეაქტული ძრავა, დარტყმითი ურთიერთქმედება, დამცავი მოდული, დამცავი ბადე
გამოქვეყნებული: სექ 26, 2021

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles