საქართველო „3+3“-ის ფორმატში - მიზნები და პერსპექტივები

Main Article Content

შადიმან ბიწაძე

ანოტაცია

ყარაბაღის მეორე ომის დასრულებას რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოჰყვა. 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი (რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი) შეთანხმების შედეგად გადაწყდა რეგიონში არსებული ყველა ეკონომიური და სატრანსპორტო კორიდორის დებლოკირება, რამაც ბიძგი მისცა თანამშრომლობის ახალი ფორმატის „3+3“-ის (კავკასიის სამი ქვეყნის: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და რეგიონის ძირითადი აქტორების - რუსეთი, თურქეთი, ირანი) შექმნას.


საქართველო, რომელიც ერთიანი კავკასიური სივრცის ეპიცენტრში იმყოფება და მნიშვნელოვანი საკვანძო-სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია, პასიურ მაყურებლად ვერ დარჩება ახალი რეგიონალური მოდელის ჩამოყალიბების პროცესში.


მოდელი, რომელიც ურთიერთსარგებლიანობის პრინციპზეა აგებული, ქვეყანას აძლევს საშუალებას, დაიბრუნოს კუთვნილი ისტორიული ფუნქცია - რეგიონში ერების მშვიდობიანი თანაარსებობის ცენტრის სახით, აქტიური როლი ითამაშოს რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში და მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში.


„3+3“-ის ფორმატში აქტიური ჩართვა ხელს შეუწყობს ქვეყნის რეუნიფიკაციის (ტერიტორიული გამთლიანების პარალელურად საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენა) პროცესის დაწყებას, რომელი პროცესიც რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით მართალია დროში გაწელილი იქნება, მაგრამ უდავოდ გახდება დადებითი შედეგების მომტანი.


როგორც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ლოგიკა აჩვენებს, საქართველოს სჭირდება არა მფარველები, არამედ საიმედო პარტნიორები, რომლებიც მან უნდა მოიპოვოს „3+3“-ის ფორმატში აქტიური ჩართვის გზით.

საკვანძო სიტყვები:
ყარაბაღის მეორე ომი, სამმხრივი შეთანხმება, თანამშრომლობის ახალი ფორმატი 3 3, რეუნიფიკაციის პროცესი, საიმედო პარტნიორები
გამოქვეყნებული: Sep 26, 2021

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles