ციფრული შეფასების ხელსაწყოები PLICKERS/SOCRATIVE/NEARPOD/SEESAW

Main Article Content

დიანა ბოგვერაძე
თათია მარდალეიშვილი

ანოტაცია

მსოფლიო პანდემიამ კარდინალურად შეცვალა სწავლებისა და ინტერაქციის დამყარების გზები. ონლაინ სწავლების ფორმა გახდა ერთ-ერთი საკვანძო მეთოდი განათლების მიღებისა. მრავალი მიზეზი არსებობს იმისათვის, რომ პედაგოგებმა ონლაინ ტექნოლოგიები გამოიყენონ სწავლებისა და შეფასების დროს: დროის დაზოგვა, სწრაფი უკუკავშირის მიცემა, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება, მოსწავლეებთან სწრაფი კონტაქტის დამყარება და სხვა.


ციფრული რესურსები მოსწავლეთა და მასწავლებელთა საქმიანობას უფრო მრავალფეროვანსა, პროდუქტიულსა და ხდის. პედაგოგისათვის იოლდება მოსწავლეთა მიღწევების დანახვა და შეფასება, რესურსების მრავალფეროვნება გაკვეთილს უფრო სახალისოსა და საინტერესოს ხდის და ასევე მარტივდება შეფასების მონიტორინგისა და უკუკავშირის დამყარების გზები.


შეფასების რგოლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სწავლა-სწავლების პროცესში. ვიცით რა, რომ შეფასება არსებობს განმსაზღვრელი და განმავითარებელი- ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით შესაძლებელია პედაგოგმა შეფასების უკუკავშირი მოსწავლეს მყისიერად მიაწოდოს არა მხოლოდ გარკვეული სასწავლო თემის დასრულებისას, არამედ გაკვეთილის დასაწყისში, მიმდინარეობისას და მის ბოლოს.


შეფასების მრავალრიცხოვან ციფრულ ინსტრუმენტთაგან კვლევის პროცესში გამოირჩა შემდეგი მათგანი: Seesaw.com, Plickers.com, Socrative.com და Nearpod.com.


კვლევის ავტორები მოხარულნი ვიქნებით, თუ შეფასების ზემოხსენებულ ინსტრუმენტებს კოლეგა პროფესორ-მასწავლებლები გამოიყენებენ სწავლებისა და შეფასების დინამიურ პროცესში და დანერგავენ მათ საკუთარ პრაქტიკაში.

საკვანძო სიტყვები:
ციფრული ინსტრუმენტები, განმსაზღვრელი შეფასება, განმავითარებელი შეფასება, ვებ 2.0 ინსტრუმენტები
გამოქვეყნებული: Sep 26, 2021

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles