თალიბანის გააქტიურების შედეგები ავღანეთში
Main Article Content
ანოტაცია
ავღანეთში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიქცია. თითქმის ყველა მედია საშუალების მეშვეობით ინტენსიურად შუქდება ავღანეთში მიმდინარე მოვლენები. ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გასვლის შემდეგ ამა წლის აგვისტოში ტალიბებმა მოახერხეს თითქმის მთლიანი ავღანეთის და მათ შორის დედაქალაქ ქაბულის დაკავება. ამ მოვლენამ რადიკალურად შეცვალა, როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული და საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგი. ექსპერტების უმეტესობა თვლის, რომ 2021 წელს ავღანეთის ტერიტორიაზე მივიღეთ იგივე სიტუაცია, რაც არსებობდა 1996-2001 წლებში (ტალიბანის მმართველობის ,,პირველი’’ პერიოდი) თვითგამოცხადებული ისლამურ საამიროში, რომელსაც ტალიბანი ხელისუფლებაში ყოფნის დროს შარიათის წესებით მართავდა ქვეყანას.
მიუხედავად იმ მიღწევებისა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ავღანეთში განხორციელდა, ვარაუდობენ, რომ როგორც კი საერთაშორისო ძალები ქვეყნიდან გავლენ, ვითარება კვლავ კრიტიკული გახდება როგორც პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ადამიანის უფლებების სფეროში, რაც რეალურად დადასტურდა კიდეც.