მედიის როლი კონფლიქტის დინამიკაში
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი იკვლევს მედიის როლს სირიის კონფლიქტში, რომელიც წარმოადგენს სოციალური საინფორმაციო წყაროებით წარმოებულ ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო ომს საერთაშორისო პოლიტიკის ისტორიაში. საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების უზრუნველყოფისა და სასურველი რეალობის შექმნის მიზნით, მედია საშუალებები აქტიურად იყო გამოყენებული როგორც ოპოზიციის, ასევე, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერების მიერ. ერთის მხრივ, სხვა არაბული ქვეყნების მსგავსად, მედიამ ხელი შეუწყო ავტორიტარიზმის, რეპრესიების, კორუფციისა და სიღარიბის წინააღმდეგ მიმართული ტალღის გავრცელებას სირიაში. თუმცა, ამავე დროს, მედია აღმოჩნდა მმართველი პოლიტიკური რეჟიმის ხელში არსებული მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც დაეხმარა პრეზიდენტ ასადს ძალაუფლების შენარჩუნებასა და განმტკიცებაში.