ჰიბრიდული მობილური პროგრამირების შესაძლებლობები და თანამედროვე გამოწვევები

Main Article Content

გიორგი კაკაშვილი

ანოტაცია

დღეისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენების გარეშე, ნებისმიერ სფეროში, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. თანამედროვე მსოფლიოში 5.67 მილიარდზე მეტი მობილური ტელეფონის მომხმარებელია. შესაბამისად, სულ უფრო მზარდია მოთხოვნა მობილური აპლიკაციების გამოყენებაზე. სწორედ ამიტომ ყოველდღიურად იზრდება მათი ჯამური რაოდენობა. ბიზნესისთვის აპლიკაციები უფრო სწრაფი გზაა ფართო აუდიტორიასთან დასაკავშირებლად. თუმცა მათ შესაქმნელად საუკეთესო პლატფორმის არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არც თუ ისე მარტივია.


ნაშრომის მიზანია, განვიხილოთ ჰიბრიდული მობილური პროგრამირების შესაძლებლობები და წარმოვაჩინოთ ამ მეთოდის უპირატესობა. მშობლიური მეთოდისგან განსხვავებით ამ დროს არ არის საჭირო რამოდენიმე დამოუკიდებელი პროექტის შექმნა სხვადასხვა ოპერაციული სისტემისთვის. ჩვენ შეგვიძლია ჰიბრიდული მეთოდით შევქმნათ მობილური აპლიკაცია, რომლის ერთი კოდური ბაზიდან ხორციელდება გაშვება ყველა თანამედროვე მობილურ ოპერაციულ სისტემაზე.

საკვანძო სიტყვები:
ინფორმაციული ტექნოლოგიები, მობილური აპლიკაციები, ჰიბრიდული მობილური პროგრამირება, თანამედროვე ტექნოლოგიები
გამოქვეყნებული: Sep 26, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles