საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებში ინფორმაციის ვირუსული შეტევებისგან დაცვის შეფასების არსებული კონცეფციების ანალიზი

Main Article Content

გიორგი კოხრეიძე

ანოტაცია

საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებში ვირუსული შეტევებისგან დაცვის მეთოდების მახასიათებლების ანალიზი და ანტივირუსული სისტემების სრულყოფის განვითარების მიმართულება იძლევა საშუალებას ითქვას, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების საფრთხეების, მათ შორის ვირუსული შეტევებისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციული ობიექტების დაცვის შეფასების მეთოდები, რომლებიც დღესდღეობით ინფორმაციული უსაფრთხოების მეთოდოლოგიაში წარმოიშვა, სამი ძირითადი კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება:


კონცეფცია, რომელიც ეფუძნება ვირუსული შეტევებისგან ინფორმაციის დაცვის უზრუნველსაყოფის შესაძლებლობების შეფასებას, რომელიც მოითხოვს არაავტორიზებული დაშვებისგან ინფორმაციის დაცვის მარეგულირებელი დოკუმენტის მოთხოვნებთან შეესაბამისობას.


• კონცეფცია, რომელიც ეფუძნება ინფორმაციული ინფრასტრუქტურის საკვანძო ობიექტებში ინფორმაციის უსაფრთხოების საფრთხეების აქტუალურობის შეფასებას.
• კონცეფცია, რომელიც ეფუძნება მოვლენების ალბათური განვითარების შეფასებას, რომელიც ასახავს ანტივირუსული დაცვის სისტემების მიერ ინფორმაციულ სისტემაზე ვირუსული შეტევებისას რეაგირების დინამიკას.


ნაშრომში განხილულია არესბული კონცეფციების მოდელები და წარმოჩენილია სსს-ის ინფორმაციული რესურსების ვირუსული შეტევებისგან დაცვის საშუალებების მახასიათებლების მეთოდური აპარატის აუცილებელობა.

საკვანძო სიტყვები:
საინფორმაციო-საკომუნიკაცო სისტემები, ვირუსული შეტევები, დაცვის სისტემები, ინფორმაციული ობიექტების დაცვის შეფასების მეთოდები
გამოქვეყნებული: Sep 26, 2021

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles