ნატოს სტრატეგია შავი ზღვის რეგიონალური უშიშროების კონტექსტში

Main Article Content

ნინო მაზიაშვილი

ანოტაცია

შავი ზღვა ევროკავშირისთვის ყოველთვის სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, განსაკუთრებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უშიშროების ნაწილში. რეგიონული უშიშროების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით, საქართველო წარმართავს აქტიურ სამეზობლო პოლიტიკას და დაინტერესებულია გააღრმავოს არსებული თანამშრომლობა კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებით, ნატოს წევრი ქვეყნებისა და სხვა მეგობარ სახელმწიფოებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.


სტატიაში განხილულია ნატოს ინტერესები შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში. საკითხი აქტუალურია, რადგან შავ ზღვაში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ აისახება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს აქვს სურვილი გახდეს შავი ზღვის რეგიონის უშიშროების ნაწილი, რასაც განაპირობებს ფაქტი, რომ სურს თავი დააღწიოს რუსეთის გავლენასა. თურქეთისა და რუსეთის სამხედრო უპირატესობა შავ ზღვაზე ნაკლებ შესაძლებლობას ტოვებს საქართველოსათვის, რომ გახდეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები. თუმცა ნატოს გააქტიურება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში საქართველოსათვის პრიორიტეტულია და იგი ჩართულია ალიანსთან ერთად საკუთარი ინტერესების დაცვაში.

საკვანძო სიტყვები:
შავი ზღვა, ნატო, საქართველო, რეგიონალური, უშიშროება
გამოქვეყნებული: Sep 26, 2021

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles