ფეთქებადი ნივთიერების - პიკრინმჟავას სინთეზის გაუმჯობესებული მეთოდიკა
Main Article Content
ანოტაცია
ადამიანისათვის, ფეთქებად ნივთიერებებს, როგორც ენერგიის წყაროს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებათ. ეს ეხება არამხოლოდ საომარ ვითარებას, არამედ მშვიდობიანი აღმშენებლობის პერიოდსაც - სამთო და საინჟინრო საქმეს, მიწისზედა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწყობასა და ა. შ. დღეისათვის, მსოფლიოში, მილიონობით ტონა სხვადასხვა ტიპის ფეთქებადი ნივთიერება იწარმოება. თუმცა, ეს არ გამორიცხავს ახალი ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზის საჭიროებას, რიგი მოტივაციების გამო. პირველ რიგში, იმ მახასიათებლების ოპტიმიზაციისათვის, როგორიცაა, თვითღირებულება, სიძლიერე, უსაფრთხოება - წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების დროს და ა. შ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფეთქებადი ნივთიერებების სინთეზი მაღალი რისკის შემცველია და ძვირადღირებულ „სიამოვნებას“ წარმოადგენს. ამიტომ, ამ პროცესში, მიზნობრივი ნივთიერებების პრაქტიკული გამოსავლის გაზრდას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ზოგადად, ჩვენი სამუშაოს ძირითადი მიზანი პიკრინმჟავას გარდაქმნით მისი ქიმიური ანალოგების სინთეზი და მათი ფეთქებადი უნარის შესწავლაა. ასეთი გარდაქმნების განსახორციელებლად გვჭირდება თვითონ პიკრინმჟავას, როგორც სუბსტრატის მრავალგზისი სინთეზი დაგროვებისათვის. ნაშრომი შეეხება პიკრინმჟავას სინთეზის ერთ-ერთ ცნობილ მეთოდიკაში ჩვენს მიერ შეტანილ ცვლილებებს, რის შედეგადაც, ამ ფეთქებადი ნივთიერების პრაქტიკული გამოსავალი საგრძნობლად გაიზარდა. სტატიაში, რომელიც ნაწილობრივ მიმოხილვითი ხასიათისაა, განხილულია, აგრეთვე, სხვა ინფორმაცია პიკრინმჟავას შესახებ, მისი მჟავური თვისების უარყოფითი მხარე, ნიტრირების პროცესის მექანიზმი და ა.შ.