სტრატეგიული რეალიზმი რუსეთის საგარეო პოლიტიკაში
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე სტატია ცდილობს წარმოაჩინოს, რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს რუსეთის მიერ აგრესიული საგარეო პოლიტიკის გატარებას და საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების რომელ მოდელს და სტრატეგიას იყენებს რუსეთი.
რუსეთის საგარეო საგარეო პოლიტიკის ასახსნელად, სტატიაში გამოყენებულია საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღების რაციონალური აქტორის მოდელი და საერთაშორისო ურთიერთობების ერთერთი გავლენიანი თეორია - თომას შელინგის სტრატეგიული რეალიზმი.
მეთოდოლოგიურად სტატია თვისებრივი კვლევის კატეგორიაში მოიაზრება და საბაზისო მეთოდოლოგიურ მიდგომად შემთხვევის შესწავლის მეთოდს იყენებს.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ რუსეთის აგრესიული საგარეო პოლიტიკა განპირობებულია ერთი მხრივ, მისი შესაძლებლობებით და მეორე მხრივ, საერთაშორისო სისტემის ანარქიული ბუნებით. რუსეთი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას იყენებს რაციონალური აქტორის მოდელს, ასევე, სინჯავს ძალის ლიმიტებს სისტემაში, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური მოგება და მინიმალური დანაკარგი.