კოგნიტური ტექნოლოგიები როგორც ქსელური ომების ინსტრუმენტი
Main Article Content
ანოტაცია
კაცობრიობის აზროვნების ისტორიაში ომი ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია. მასზე მსჯელობა დღემდე დაუცხრომელ კამათს იწვევს. არ არსებობს ერთიანი აზრი ომების წარმოშობის მიზეზების, მისი განვითარების ეტაპებისა თუ შედეგების ირგვლივ. ერთ რამეზე კი ყველა თანხმდება: ომი უდიდესი უბედურებაა, რომელსაც სისხლი, ნგრევა, ადამიანთა მსხვერპლი, ფსიქოლოგიური სტრესი და ა.შ. მოსდევს. სტატიაში განხილულია ქსელური ომების ინსტრუმენტის მრავალფეროვანი ფორმების ასპექტები.
საინფორმაციო ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და მისაწვდომობამ ურთიერთობის არაფორმალური და ფორმალური ქსელები ციფრულ ფორმაში გადაიტანა, იმის ტენდენცია შექმნა, რომ ეს ფორმა სულ მალე გადამწყვეტი გახდება.
სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის გაზაფხულისთვის, საქართველოს ინტერნეტ-მომხმარებელთა 65% დღე-ღამის განმავლობაში ერთხელ მაინც შედიოდა ქსელში. ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტის სადღეღამისო აუდიტორიის მაჩვენებელი 5%-ით გაიზარდა. სწორედ ეს არის ინფრასტრუქტურა ქსელური ომების საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციების ჩასატარებლად . [1:58].