კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის საჭირო მეთოდი
Main Article Content
ანოტაცია
განათლების სპეციალისტები თვლიან, რომ XXI საუკუნის ადამიანისათვის კრიტიკული აზროვნება სასიცოცხლოდ აუცილებელია, ინფორმაციული ინდუსტრიის ეპოქაში ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. კრიტიკული აზროვნება აზროვნების მაღალი დონეა, რომელიც თანდაყოლილი უნარი არ არის და ვითარდება პედაგოგის დახმარებით.
ექსპერტები გამოყოფენ კრიტიკული აზროვნებისათვის დამახასითებელ კონკრეტულ კოგნიტურ უნარჩვევებს. ძირითადი უნარ- ჩვევების რიცხვში არის ანალიზის , შეფასებისა და დასკვნების ფორმულირების უნარი. ასევე მნიშვნელოვანია ინტერპრეტაციის, განმარტებისა და თვითრეგულაციის უნარი. თემის აქტუალობა განაპირობა ამ ყოველივეს გაანალიზებამ და რეალურმა საჭიროებამ.
ხანგრძლივი დაკვირვების საფუძველზე ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში აღმოვაჩინე N1 პრობლემა: კრიტიკული აზროვნების დეფიციტი. შემდეგ გამიჩნდა კითხვა: როგორ შეიძლება მოსწავლეებში კრიტიკული უნარების ,,გაღვიძება“? რა მეთოდები არსებობს ამისათვის უფრო ახალი და საინტერესო, რომ მოქნილად შევძლო პრაქტიკაში განხორციელება და შედეგის დადება?
კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობისათვის აუცილებელი სწავლების ეფექტური მეთოდია დისკუსია. ამ მეთოდის გამოყენებამდე უპირველეს ამოცანად ითვლებს იდეების გენერირება. შემდეგ საკლასო მზაობა, დგება საკითხისადმი კრიტიკული მიდგომის მომენტი, პროვოცირებისათვის პედაგოგს მზად უნდა ჰქონდეს კითხვები.
დისკუსია კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა, ის ორგანიზებას უკეთებს ღია კითხვების დასმას და პასუხების გაცემის პროცესს, საშუალებას აძლევს მოსწავლეს, უფრო ღრმად განიხილოს შესასწავლი საკითხი. დისკუსიამდე განისაზღვრება სადისკუსიო პრობლემა, კითხვები და პროცედურები. ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ვიყენებ დისკუსიის შვიდ ხერხს თემატიკის შესაბამისად. ნებისმიერი მეთოდის გამოყენების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად განიხილავს დისკუსიის შედეგებს: რას გაართვეს კარგად თავი, რა იყო დისკუსიის სუსტი მხარე და რას გააკეთებენ შემდგომში უკეთესი შედეგების მისაღებად.
ვფიქრობ, სტატიაში განხილული მეთოდი და ხერხები გამოადგებათ პედაგოგებს, მოხარული ვიქნები თუ დანერგავენ პრაქტიკაში და იზრუნებენ მომავალი თაობის აზროვნების განვითარებაზე.