ეკონომიკური ადამიანის ევოლუცია: არის თუ არა საკუთარი ინტერესების შესაბამისი ქცევა ეგოიზმი?
Main Article Content
ანოტაცია
ეკონომიკას, როგორც მეცნიერების დარგს და როგორც აზროვნების წესს, ეგოიზმის რეპუტაცია აქვს. დიდწილად ეს მოსაზრება იმას ემყარება, რომ ადამიანებს ყოველთვის აქვთ საკუთარი ინტერესები და გადაწყვეტილებებს ამ ინტერესების შესაბამისად იღებენ. ეს მოსაზრება ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არ შეიძლება მიჩნეული იყოს სრულფასოვან ახსნად. სამწუხაროდ, არსებობს ტენდენცია, რომ ის წარმოადგინონ სრულიად შეთანხმებულად და აღიარებულად, თუმცა სინამდვილეში ეს მხოლოდ გაუბრალოებული ფორმულირებაა. უფრო მეტიც, ეკონომისტების განზოგადება ხდება და მათ წარმოადგენენ ძუნწ, უხეშ, სასტიკ ადამიანებად, რომლებიც დაუნდობლად ეძებენ მოგებას და საკუთარი თავის გარდა არავისზე და არაფერზე ზრუნავენ.
არამხოლოდ ეკონომისტები, ფსიქოლოგებიც და სოციოლოგებიც საკითხს ასე სვამენ: ეკონომიკური ეგოიზმი გამანადგურებელია თუ პროგრესის, ევოლუციის საფუძველია?
სტატია იყენებს ნაშრომების შეფასების თეორიულ მეთოდს, ისტორიულის და ლოგიკური ანალიზის, და ასევე, შედარებითი ანალიზის კვლევის მეთოდებს. ახლებურად განიხილავს ადამ სმითის ნაშრომებს პოლიტიკურ ეკონომიაში, სადაც ის ადამიანის ბუნებას აანალიზებს.
საყოველთაო პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დაძაბულობის ფონზე ადამიანების ქცევის მოტივები დღეს განსაკუთრებით ძნელი გასაგები გახდა. მკვლევარები იმასაც ამბობენ, რომ ადამ სმითი თვლის, რომ ადამიანებს მხოლოდ საკუთარი ინტერესი ამოძრავებთ. ნაშრომი ადამიანის პირად ინტერესებს განიხილავს როგორც მართლაც ძლიერ, მაგრამ არა ერთადერთ მამოძრავებელ ძალას.
ნაშრომი მოიცავს აბსტრაქტს, შესავალს, სამ ნაწილს და დასკვნას. თანმიმდევრობით განიხილავს ეკონომიკური ადამიანის ფსიქოლოგიური ბუნებას, ეკონომიკური ადამიანის კონცეფციის ევოლუციას, ეკონომიკურ ცნობიერებას და ქცევას, ეგოისტური ქცევის ეკონომიკურ დანახარჯებს.