ინჟინერიის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით
Main Article Content
ანოტაცია
ნაშრომში განხილულია ინჟინერიის განვითრების ძირითადი ეტაპები და მისი როლი ცივილიზაციის განვითრებაში. ინჟინერიამ გაიარა საკმაოდ რთული ეტაპები და ცივილიზაციის განვითრების ერთ-ერთი ძირითად ძალად იქცა. ინჟინერია გაჩნდა მაშინ, როდესაც ადამიანებს შეექმნათ მათ გარშემო არსებული ბუნების გარდაქმნის აუცილებლობა და შექმნეს ისეთი მარტივი მექანიზმები, როგორებიცაა შკივი, ბერკეტი, ბორბალი და სხვა. თუმცა, თავად ტერმინს „ინჟინერია“ უფრო უახლესი წარმოშობა აქვს. ინჟინერი შუა საუკუნეებში ერქვა ადამიანს, რომელიც აპროექტებდა, ქმნიდა და მართავდა საალყო იარაღს; მაგალითად, კატაპულტებს, ტრებუშეტებს და სხვა. შუმერის და აქადის ზიქურატები, პირამიდები და ალექსანდრიის შუქურა ძველ ეგვიპტეში, ინდის ველის ქალაქები, აკვედუკები მინოსის კრეტაში, პართენონი და როდოსის კოლოსი ძველ საბერძნეთში, რომაული აკვედუკები, აპიუსის გზა, რომის კოლიზეუმი, კოლუმბამდელი ცივილიზაციების ქალაქები და პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი და მრავალი სხვა ნაგებობა მოწმობს უძველესი ინჟინრების გამომგონებლობასა და ოსტატობას. მარტივი მექანიზმების გამოყენებით შეიქმნა უზარმაზარი ნაგებობები, როგორიცაა, მაგალითად, ხეოფსის პირამიდა. პირველ არქიტექტორად და ინჟინრად მიჩნეულია ძველი ეგვიპტის მესამე დინასტიის დამაარსებლის ფარაონ ჯოსერის პირველი მინისტრი, რომელიც ჩვენთვის იმჰოტეპის სახელით არის ცნობილი. ადრეული მანქანები, რომლებსაც წყალი ამოძრავებდათ - წყლის ბორბალი და წყლის წისქვილი - პირველად აქემენიდთა იმპერიაში ჩვენს წელთაღრიცხვა-მდე IV საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. ძველმა ბერძნებმა შექმნეს მანქანები როგორც მშვიდობიანი, ასევე სამხედრო საჭიროებისთვის. მათი დამსახურებაა ანტიკიტერული მექანიზმის გამოგონება - ერთ-ერთი პირველი მექანიკური კომპიუტერი, რომელიც შეიქმნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში. ცნობილი ფილოსოფოსი არქიმედე არა მხოლოდ ნაყოფიერად ეწეოდა თეორიულ კვლევებს, არამედ მან შექმნა რამდე-ნიმე მექანიზმი, მაგალითად ე.წ. არქიმედეს ხრახნი, რომელიც გამოიყენებოდა ტუმბოს დანიშნულებით. ინჟინერიის, როგორც საქმიანობის განსაკუთრებულ სახეობად განხილვის პირველ მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს ვიტრუვიუსის ნაშრომი „ათი წიგნი არქიტექტურაზე“. იგი აკეთებს პირველ მცდელობებს აღწეროს ინჟინრის საქმიანობის პროცესი. ვიტრუვიუსი ყურადღებას ამახვილებს ინჟინრისთვის ისეთ მნიშვნელოვან მეთოდებზე, როგორიცაა მსჯელობა და გამოგონება. შუა საუკუნეებში ადამიანებმა შეძლეს ქარის ძალის გამოყენება. ქარის წისქვილი და ქარის ტუმბო მე-9 საუკუნეში გამოჩნდა აბასიანთა სახალიფოში, რომელიც მაშინ იმყოფებოდა თავის ოქროს ხანაში. მოგვიანებით ქარის წისქვილები ფართოდ გავრცელდა მთელ ევრაზიაში. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასაწყისში ჩინეთში გამოიგონეს დენთი, რომლის გამოყენება მალევე დაიწყო სამხედრო საქმეში. დენთის ფოიერვერკებმა, რომლებიც გამოიყენებოდა საზოგადოების გასართობად დღესასწაულებზე და ფესტივალებზე, წარმოშვა პირველი სამხედრო რაკეტები. ინგლისელმა თომას სევერიმ 1698 წელს გამოიგონა ორთქლით მომუშავე წყლის ტუმბო მაღაროებიდან წყლის ამოტუმბვისთვის. 1712 წელს თომას ნიუკომენის მიერ, ფრანგი მკვლევარის დენის პაპინის დიზაინის საფუძველზე, კიდევ ერთი ტუმბო შეიქმნა. მე-XIX და მე-XX საუკუნეები იყო გრანდიოზული სოციალური გარდაქმნების დრო, რაც შეუძლებელი იქნებოდა მეცნიერებისა და ინჟინერიის მიღწევების გა-რეშე. მე-19 საუკუნესთან დაკავშირებულია ელექტროტექნიკის „გამოჩენა“. ამ საუკუნის დასაწყისში ელ-ექტროენერგიის თეორიულმა კვლევამ რომელსაც აწარმოებდნენ ალესანდრო ვოლტა, ანდრე-მარი ამპერი, მაიკლ ფარადეი, გეორგ ომი და სხვა მკვლევარები, განაპირობა ელექტრო ტელეგრაფის, 1872 წელს ელექტროძრავის, 1870-იან წლებში ტელეფონის და 1880-იან წლებში ელექტრული ტრამვაის გამოგონება. ინჟინერიის განვითარების ეტაპების განხილვიდან იკვეთება ამ სფეროს როლი ცივილიზაციის განვითარების საქმეში. ინჟინერიამ გაიარა საკმაოდ რთული ეტაპები. მისი ევოლუცია დაკავშირებული იყო ადამიანისა და ზოგადად ცივილიზაციის მოთხოვნებთან.