ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მდგომარეობა

Main Article Content

ქეთევან კვესელავა
ზურაბ სამხარაძე
ნინო ვერულავა

ანოტაცია

სტატიაში მოცემულია ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში მუშაობის მოკლე ისტორია, დახასიათებულია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებები. ნაშრომში ასევე განხილულია AI სისტემების კვლევისა და განვითარების ამჟამინდელი მდგომარეობა და ჩამოთვლილია ძირითადი ტენდენციების ზოგადი მიმოხილვა. ავტორებს ნაშრომში ყურადღება აქვთ გამახვილებელი ხელოვნური ინტელექტის სფეროში კვლევაზე და განვითარებაზე (R&D), რომელიც აჩვენებს ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენების შესაძლებლობებს საჯარო მმართველობის სფეროში. სტატიაში ასევე აღნიშნულია თუ როგორი მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებას განათლების სექტორზე და აგრეთვე როგორი უზარმაზარი პოტენციალი აქვთ AI მიღწევებს სოციალური სიკეთისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. ავტორებს გამახვილებული აქვთ ყურადღება, რომ ამ პოტენციალის პრაქტიკაში რეალიზება მოითხოვს მარეგულირებელ პოლიტიკაში სისტემურ ცვლილებებს, გაძლიერებულ ეთიკურ ზედამხედველობას და ყოვლისმომცველ ჩართულობას პრაქტიკოსებთან და აკადემიურ მკვლევარებთან მთელს მსოფლიოში.
ნაშრომი ასევე განიხილავს ხელოვნური ინტელექტის (AI) როლს თანამედროვე ადამიანის განვითარების კონტექსტში. ავტორები ხაზს უსვამენ როგორც მის მიღწევებს, ასევე მასთან დაკავშირებულ პრობლემებს. სტატია აანალიზებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სხვადასხვა ასპექტს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, ფინანსები და ტრანსპორტი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხე-ლოვნური ინტელექტის გავლენას სამუშაო პროცესების ეფექტურობაზე და ადამიანების ცხოვრების ხარისხზე. გარდა ამისა, განხილულია ხელოვნური ინტელექტის განვითარების სოციალურ ასპექტებთან დაკავშირებული კრიტიკული საკითხები, მათ შორის მონაცემთა კონფიდენციალურობისა და ადამიანური შრომის ჩანაცვლების საკითხები. სტატიაში მოცემულია AI-ს პოტენციალის ყოვლისმომცველი მიმოხილვა, რომელიც ხაზს უსვამს ინფორმირებული მიდგომის აუცილებლობას მისი შემდგომი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში.

საკვანძო სიტყვები:
ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიური ინოვაცია, მონაცემთა დამუშავება, AI-ს სოციალური ასპექტები
გამოქვეყნებული: დეკ 16, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles