რუსეთ - უკრაინის ომის მიზეზები
Main Article Content
ანოტაცია
მოცემულ ნაშრომში გაანალიზებულია უკრაინის ომის გამომწვევი მიზეზები; ის ფაქტორები, რომლებმაც განაპირობეს სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყება უკრაინის ტერიტორიაზე. დეტალურად არის გაანალიზებული ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც გახდა მიზეზი ამ მეტად დაძაბული კონფლიქტისა მოძმე ერებს შორის. რუსეთის პოზიცია ცალსახაა - იგი აღარ მოითმენს უკრაინაში ნეონაცისტური მოძრაობების არსებობას და ამ ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას; რუსეთი აგრეთვე კატეგორიულად ითხოვს უკრაინის მიერ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას.
აღნიშნულ საომარ დაპირისპირებამდე მხარეები ეტაპობრივად მიდიოდნენ. კიევური ,,მაიდანის“ შემდეგ რუსეთმა განახორციელა პირდაპირი აგრესია ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც შემდგომ რუსეთის კუთვნილ ტერიტორიად გამოაცხადა. ასევე შეიყვანა სამხედრო ფორმირებები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში იმ მოტივით, რომ კიევის მხრიდან მიმდინარეობდა აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად რუსი მოსახლეობის დაბომბვა და შევიწროება.
უკრაინის ხელისუფლებაში ვ.ზელენსკის და მისი პარტიის (,,ხალხის მსახური“) მოსვლის შემდეგ ვითარება უკიდურესად დაიძაბა. ახალმა ხელისუფლებამ აშკარად გამოაცხადა, რომ მისი მიზანი იყო უკრაინის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების ნებისმიერი მეთოდებით დაბრუნება ანუ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დასავლური სტრუქტურების დახმარებით. შედეგად, რუსეთმა განახორციელა პირდაპირი ინტერვენცია და დაიწყო ომი.
ამ ეტაპზე უკრაინას მხარს უჭერს ე.წ. გლობალური დასავლეთი, ხოლო რუსეთის მხარეზევხედავთ ე.წ. ბრიქსის ქვეყნებს. ომმა უდიდესი დანაკარგები მოუტანა უკრაინას, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა, მილიონობით ადამიანი ლტოლვილი გახდა, დაიღუპა ასიათასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე, მაგრამ ომს ბოლო არ უჩანს.