მოტივაციის როლი სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად
Main Article Content
ანოტაცია
სწავლა რთული, მაგრამ საინტერესო პროცესია, მოსწავლეები სკოლაში მოტივაციის სხვადასხვა მაჩვენებლით მიდის, მნიშვნელოვანი ამ პროცესში მათი მზაობა და მონდომებაა, ასევე გასათვალისწინებელია ამა თუ იმ საგნის აგებულება შინაარსობრივი თვალსაზრისით და დასახული ამოცანები, თუმცა უდავოა, რომ მასწავლებლის ქცევა, მისი უნარები და გადმოცემისა და ახსნის მეთოდები მოსწავლეებთან ფორმლური თუ არაფორმალური ურთიერთობები, შედეგზე მორგებული სასწავლო გარემო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.სწორედ აღნიშნულ თემას ეხება ეს სტატია. ასახავს ჩემ მიერ განხორციელებულ დაკვირვებებსა და აქტივობებს პედაგოგიური მოღვაწეობის ბოლო წლებში, რომელიც განვახორციელე კადეტთა სამხედრო ლიცუმში . ნაშრომში განხილულია აღნიშნული სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ პრობლემების მოსაგვარებლად დაგეგმილი და განხორციელებული ცვლილებები. მოტივაცია მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოსწავლის მიღწევებს. განათლების ფსიქოლოგები ორ უმთავრეს ფაქტორს გამოყოფენ - გარეგანს და შინაგანს - სწავლის მოტივაციის განხილვისას, შინაგანი მოტივაცია უფრო ორგანულია და ამა თუ იმ საგნის ან საკითხის შესწავლის სურვილითაა ნაკარნახევი, აქ მთავარ ფაქტორად მოსწავლის თანდაყოლილ ინტერესსაც თვლიან, საკუთარი თავის განვითარების მოთხოვნილებაზეა და-მოკიდებული, უმრავლეს შემთხვევაში ასეთი მოსწავლე ჯილდოს და რაიმე წამახალისებელი შეფასების მიღების სურვილით არ არის დაინტერესებული. გარე ფაქტორებს კი ხშირად განაპირობებს მოსწავლისთვის მიუღებელი შეფასების ან სასჯელისგან თავის არიდების სურვილი, ექსპერტები თვლიან, რომ მასწავლებლები შინაგან მოტივაციას უფრო ანიჭებდნენ მნიშვნელობას, თუმცა, ხშირად, სამწუხაროდ, სხვაგვარად ხდება - ისინი იწვევენ სწავლის პროცესში ხელოვნურად მოსწავლეებს და საინტერესო აქტივობების მეშვეობით ცდილობენ აამაღლონ მოსწავლეთა მოტივაციაც და სწავლის ხარისხი. წესით, თითოეული მოსწავლეს თავი უნდა ვაგრძნობინოთ სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოების ნაწილად, შევუქმნათ პოზიტიური და კომფორტული გარემო საკუთარი უნარებისა და მისწრაფებების გამოსავლენად. სწავლა-სწავლების პროცესში შედეგზე ორიენტირებულმა მასწავლებელმა უნდა შეძლოს ამ ყოველივეს გათვალისწინება, გაცნობილმა ლიტერატურამ და პირადმა გამცდილებამაც ცხადყო, რომ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ მოტივაციის ამაღლებისათვის საჭირო ზოგიერთ ფაქტორს, როგორიცაა; დადებით უკუკავშირი,შესრულებადი ამოცანების დასახვა, რეალისტური, მოსწავლის ინტერესებზე დაფუძნებული თემატიკა, არჩევნის უფლების მინიჭება, კუთვნილების შეგრძნების გაღვივება, მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ყველა მოსწავლის ინტერესების გათვალისწინება და შესაბამისად სასწავლო სტრატეგიების შემუშავება. ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლეთათვის, ვფიქრობ, მაინც არის სასწავლო გარემო, გამოვყოფდი სასწავლო აქტივობებს, მოსწავლეთა წახალისებებსა და შეფასებებს და პასუხისმგებლობის განაწილებას. ამ ყველაფერში მასწავლებელს ეხმარება არაფორმალური განათლების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, როგორიცაა გასვლითი გაკვეთილების ეფექტურობა, რამაც მე პირდად დამანახა შედეგიც. მიზნის მიღწევისაკენ გადაგმულ და ჩატარებულ აქტივობებს შეუძლია, გააღვივოს მოსწავლის მოტივაცია მომავალი წარმატებებისათვის, პატარ-პატარა წარმატებები კი არის საშუალება და სტიმული უფრო დიდი წარმატებების მისაღწევად.