გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში
Main Article Content
ანოტაცია
თემაში „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი საერთაშორისო ურთიერთობებში“ განხილულია, აღნიშნული ორგანიზაციის დაარსებისა და განვითარების ისტორიული წინამძღვრები, საქმიანობის მიმართულებების მრავალფეროვნება და მისი როგორც ორგანიზაციის, ასევე საქმიანობის განვითარების ეტაპები, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განხორციელებული სამშვიდობო მისიები, რომლებიც განსაზღვრავს მისი ჩართულობის აუცილებლობას მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნებაში.
მნიშვნელოვანი ყურადღებაა მიპყრობილი მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში შეტანილ წვლილზე, რომელსაც ის ახორციელებს დაპირისპირებულ მხარეებს შორის საომარი მოქმედებების დასრულების შემდგომ, განიარაღების, დემობილიზაციის და რეინტეგრაციის პროცესებით, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროგრამების განხორციელებით. თემაში ნათლადაა წარმოჩენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები, მათი გავლენა ორგანი-ზაციაზე და მის მიერ განხორციელებულ პროქტებზე და პროგრამებზე, ასევე მსოფლიო საზოგადოების აზრზე და შეხედულებებზე საერთაშორისო ორგანიზაციასთან მიმართებაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა ხაზს უსვამს შეიარაღებული კონფლიქტების შემდგომ პერიოდში, მშვიდობაზე და სტაბილურობაზე ორიენტირებული მოქმედებების განხორციელების მნიშვნელობას, პოლიტიკური და სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების აუცილებლობას და ადამიანის უფლებების უპირობო დაცვას.
ნაშრომში, ასევე განხილულია ორგანიზაციის საქმიანობის თავსებადობა და თანამშრომლობა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მის წინაშე მდგარი სირთულეები და გამოწვევები, ასევე მასთან თანამშრომლობის აუცილებლობის წინაპირობები და საქმიანობის მიმართულებების თავისებურებები, აგრეთვე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლის და საჭიროების ზრდა მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნების საქმეში.