დეზინფორმაცია ციფრულ ეპოქაში: გამოწვევები, შედეგები და გადაწყვეტილებები
Main Article Content
ანოტაცია
ციფრულ ეპოქაში დეზინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვან გლობალურ პრობლემად იქცა. სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმების სწრაფმა ზრდამ საშუალება მისცა ცრუ და შეცდომაში შემყვანმა ინფორმაციამ რამდენიმე წუთში მიაღწიოს ფართო აუდიტორიამდე. ცრუ ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უნებლიედაც მოხდეს. თუმცა, დეზინფორმაცია წარმოადგენს განზრახ არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში, ხშირად პოლიტიკური, სოციალური ან ფინანსური მიზნებისთვის. დეზინფორმაცია თანამედროვე სამყაროს ანგარიშგასაწევი გამოწვევაა, რომე-ლიც ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას და ჩამოყალიბებას ნებისმიერ სახელმწიფოში. ის შექმნილია საზოგადოების მოტყუების მანიპულირების და უთანხმოების დათესვის განზრახვით. მისი მთავარი მიზანია კონკრეტული მოგების მიღება ან ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაზე მოახდენს გავლენას და შეცვლის ადამიანების ქმედებებს. პოლიტიკური სისტემების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით, მათი მრავალფეროვნების მიუხე-დავად, მსოფლიოს ქვეყნები მრავალი გამოწვევის წინაშე დგებიან, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას. წინამდებარე სტატიაში განხილულია ციფრულ ეპოქაში დეზინფორმაციის გამოწვევები, მისი ფართო შედეგები და შესაძლო გადაწყვეტილებები მისი მავნე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად.