ძალოვანი უწყებების პერსპექტივიდან დანახული, დაგეგმის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების გამოწვევები კრიზისული სიტუაციების დროს

Main Article Content

ნუგზარ ქვარიანი

ანოტაცია

დაგეგმვა, პროგრამირება და ბიუჯეტირება ნებისმიერ ორგანიზაციაში საყურადღებო და მნიშვნელოვანი პროცესია, ასევე, საყურადღებოა გარემო, რომლის დროსაც ორგანიზაციის მენეჯმენტსა და პასუხისმგებელ პირებს უწევთ მსგავსი პროცესის განხორციელება, ისეთი ორგანიზაციებისათვის, როგორიცაა თავდაცვის სამინისტრო ან სხვა ძალოვანი უწყებები, ხშირ შემთხვევაში, PPBS-ის პროცესის დროს აწყდებიან გამოწვევებს, რომლებსაც ამძიმებს ოპერირების გარემო. კრიზისის დროს, როგორიცაა: ბუნებრივი კატასტროფები, პანდემიები ან შეიარაღებული კონფლიქტები, ეფექტური დაგეგმვა, პროგრამირება და ბიუჯეტირება (PPB) გადამწყვეტია სამხედრო ორგანიზაციებისთვის სწრაფი და ეფექტური რეაგირებისთვის. თუმცა, კრიზისული სიტუაციები წარმოადგენს უნიკალურ გამოწვევებს, რომლებიც ართულებს PPB პროცესს. მოცემულ ნაშრომში განხილულია მთავარი გამოწვევები, რომლებსაც აწყდებიან ძალოვანი უწყებები PPB-ში კრიზისული სიტუაციების დროს. მაგალითების განხილვის საფუძველზე წარმოჩენილია გამოწვევები და მათი დადგენისა თუ გადალახვის სტრატეგიები. ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს ძალოვანი უწყებებისათვის დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების როლი კრიზისული სიტუაციების მართვასა და მათ ეფექტურ მოგვარებაში.

საკვანძო სიტყვები:
კრიზისი, პანდემია, მართვა, PPBS, უსაფრთხოება
გამოქვეყნებული: Dec 16, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles