აშშ - ჩინეთის კონკურენცია და საერთაშორისო წესრიგი

Main Article Content

შოთა ოთხოზორია

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია თანამედროვე საერთაშორისო სისტემის ძირითადი აქტორების, შეერთებული შტატების და ჩინეთის კონკურენცია და მათი გავლენა გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესრიგზე. მიუხედავად არსებული გამოწვევებისა შეერთებული შტატები ჯერ კიდევ მსოფლიოს ყველაზე ძლიერ გლობალურ ძალად რჩება, რომელსაც ჩინეთის დინამიური აღმავალი ძალა უპირისპირდება, რომელიც ეკონომიკური ზრდის სწრაფ ტემპში და გლობალური გავლენის გაფართოებაში გამოიხატება.


სტატიაში ასევე ასახულია BRICS-ი (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა, ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.), როგორც კოლექტიური დასავლეთის ალტერნატიული ეკონომიკური და პოლიტიკური ძალა.


ნაშრომში, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის კონკურენციის კონტექსტში, ასევე განხილულია „ხისტი“ და „რბილი“ ძალების გავლენა საერთაშორისო წესრიგზე.


საერთაშორისო სისტემის ძირითადი გამოწვევა დიდ ძალებს შორის არსებული დაძაბულობის მართვაა ისე, რომ კონკურენცია ღია კონფლიქტში არ გადაიზარდოს.


საერთაშორისო სისტემის სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ გლობალური ძალები თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. მსოფლიოს მომავალი დამოკიდებული იქნება დიდ ძალებს შორის კონკურენციასა და თანამშრომლობის ბალანსზე, რაც საერთაშორისო სისტემის სტაბილურობისა და განვითარების ვექტორებს განსაზღვრავს.

საკვანძო სიტყვები:
გლობალური, საერთაშორისო, სისტემა, კონკურენცია, ეკონომიკური, სამხედრო, ძალა
გამოქვეყნებული: დეკ 16, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles