კოოპერატიული განვითარება საქართველოში, შესაძლებლობები და გამოწვევები
Main Article Content
ანოტაცია
საქართველოში კოოპერატივული განვითარება წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვანძო პროცეს, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას და სოფლის მეურნების განვითარებას. კოოპერატივები, როგორც თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ორგანიზაციები, ქმნიან შესაძლებლობების მრავალფეროვნებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერისთვის. კოოპერატივები, როგორც კოლექტიური მეწარმეობრივი მოდელი, უზრუნველყოფენ პროდუქციის წარმოების და გაყიდვის უფრო ეფექტურ მექანიზმებს, რაც ხელს უწყობს ადგილობრივი რესურსების ეფექტურ გამოყენებას და მოსახლეობის ეკონომიკურ განვითარებას. სტატიის მიზანია გაუზიაროს მკითხველს კოოპერატივების მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცეში, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი ბიზნესების სფეროში, აგრეთვე გაანალიზოს კოოპერატივების როლი, არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ეს მოდელი საქართველოში, მათი გავლენა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიურ განვითარებაზე, ასევე სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკის არსებითი მნიშვნელობა. საქართველოს აგრარული სექტორი, ტრანსფორმაციის პროცესში, სავსეა გამოწვევებით, თუმცა კოოპერატივები სოფლის მოსახლეობას აძლევს საშუალებას არა მარტო საკუთარი პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესოს, არამედ საერთო ინტერესების და საჭიროებების საფუძველზე ითანამშრომლონ და განავიტარონ კონრეტული სექტორები. კოოპერატივების მეშვეობით, მეწარმეები და ფერმერები ერთიანდებიან ცალკეული პროდუციის ქვეშ, რაც საშუალებას აძლევს მათ აწარმოოინ უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქტი ბაზარზე, რომელიც ფასებშიც აისახება რათქმაუნდა. სტატიაში განხილული იქნება აგრეთვე საერთაშორისო გამოცდილება კოოპერატივების განვითარების თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა ქვეყნების წარმატებულ მოდელები, რომელთა გამოყენება შეიძლება საქართველოსათვის. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში კოოპერატივები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ სოფლის განვითარების პროცესში.