არშემდგარი სახელმწიფოები

Main Article Content

დავით ფარცვანია

ანოტაცია

სახელმწიფოს მთავარი ფუნქციას წარმოადგენს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნება. ამ კონცეფციის საპირისპიროდ, "არშემდგარი სახელმწიფოები" (Failed States) არის ქვეყნები, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი ძირითადი ფუნქციების შესრულებას, რაც ხშირად იწვევს სოციალური და ეკონომიკური დესტაბილიზაციას. ეს ტერმინი მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დამკვიდრდა და აღნიშნავს სახელმწიფოებს, სადაც მმართველობის სისტემები, საჯარო სერვისები და უსაფრთხოების მექანიზმები ვეღარ ფუნქციონირებს. მოცემულ სტატიაში განიხილება "არშემდგარი სახელმწიფოების" ძირითადი მახასიათებლები და გამომწვევი მიზეზები. საქართველოს მაგალითზე, ნაჩვენებია, როგორ იქცა ქვეყანა პოსტსაბჭოთა პერიოდში "არშემდგარ სახელმწიფოდ" შიდა პოლიტიკური კრიზისების, ეკონომიკური არასტაბილურობის და რეგიონული კონფლიქტების ფონზე. 1990-იანი წლების დასაწყისში სამხედრო გადატრიალებამ და ეთნიკურმა კონფლიქტებმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ქვეყანას მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი მოუტანა. ამას თან ახლდა ყოვლისმომცველი კორუფცია, ეკონომიკის კოლაფსი და მოსახლეობის მიერ სახელმწიფოს მიმართ ნდობის დაკარგვა. სტატიაში განიხილება ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფოს მარცხს: კანონის უზენაესობის არარსებობა, კორუფცია, ეკონომიკური პრობლემები, შიდა კონფლიქტები, გარემოს და გეოპოლიტიკური ფაქტორები. საქართველოსთვის, პოსტსაბჭოთა გარდამავალ პერიოდში, ეს ფაქტორები განსაკუთრებულად მტკივნეულად გამოვლინდა. "არშემდგარი სახელმწიფოების" გადარჩენისა და სტაბილურობის მიღწევის გზად განიხილება კანონის უზენაესობის გაძლიერება, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეკონომიკური რეფორმები და სოციალური ერთიანობის ხელშეწყობა. საქართველოს გამოცდილება ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს წარმატება დამოკიდებულია მმართველი ინსტიტუტების ფუნქციონალობასა და საზოგადოების ჩართულობაზე.

საკვანძო სიტყვები:
კანონის უზენაესობა, კორუფცია, შიდა კონფლიქტი, არშემდგარი სახელმწიფო
გამოქვეყნებული: Dec 16, 2024

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles