XXI საუკუნის საინფორმაციო ტექნოლოგიებიXXI ტექნოლოგიები

Main Article Content

ქეთევან კვესელავა

ანოტაცია

მსოფლიო ახალი ინფორმაციული საზოგადოების ზღურბლზეა. ამ გადასვლის დასაწყისი იყო ადამიანის საქმიანობის სხვადასხვა სფეროში ინფორმაციის დამუშავებისა და გადაცემის თანამედროვე საშუალებების დანერგვა.
დროთა განმავლობაში კაცობრიობა მრავალსაუკუნოვანი ცხოვრების განმავლობაში დაეუფლა: ჯერ მატერიას, შემდეგ ენერგიას და ბოლოს - ინფორმაციას. წარსულში, ცივილიზაციის ჩამოყალიბებისას, ადა-მიანისათვის საკმარისი იყო პრიმიტიული უნარები და საბაზისო ცოდნა, მაგრამ დროთა განმავლობაში დაგროვდა ინფორმაციის რაოდენობა და ადამიანები გრძნობდნენ ინდივიდუალური ცოდნის ნაკლებობას. ამ მხრივ საჭირო იყო გამოცდილების და ცოდნის განზოგადება, კერძოდ, მიზანმიმართულად მუშაობა ინფორმაციასთან, მის მისაღებად, გადასაცემად და დასამუშავებლად კომპიუტერული საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, ახალი ინფორმაციული ტექნოლიგიების და საინფორმაციო სისტემების გაჩენა ითვლება ინფორმაციულ რევოლუციად. მისი ინფორმაციული ინტენსივობის და გლობალურობის თვალსაზრისით კაცობრიობის ისტორიაში ამ პროცესს ანალოგი არ ჰყავს.
ნაშრომში განხილულია ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიები და მათი განვითარების თავისებურებები, პერსპექტივები. ავტორს ყურადღება აქვს გამახვილებული საინფორმაციო ტე-ქნოლოგიების საწარმოში და ბიზნესში დანერგვაზე, ელექტრონული დოკუმენტების მართვის სის-ტემების ავტომატიზირებულ საინფორმაციო ტექნოლოგიებზე და მათი მხარდაჭერის სახეებზე, ავტ-ომატიზირებული საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოჩენაზე კომერციულ ოფისებში.
საბაზრო ეკონომიკის დინამიურ განვითარებაში მართვის ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად საწარმოს სჭირდება შესაბამისი საინფორმაციო მხარდაჭერის სისტემა, რომელიც ობიექტურად ასახავს არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას. არჩეული თემა დღეს ყველაზე აქტუალურია, რადგან ელექტრონული დოკუმენტების მართვის ავტომატიზირებული საინფორმაციო სისტემები არის ნები-სმიერი ორგანიზაციის წარმატების გასაღები მენეჯმენტის საქმიანობაში, უზარმაზარი დახმარება დოკუ-მენტების შენარჩუნებაში, შეკვეთების შესრულების მონიტორინგში, ასევე საკომუნიკაციო პროცესების ორგანიზებაში.
ნაშრომში აღნიშნულია საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაცია, როგორც აპლიკაციებს შორის მონაცემების გაცვლის შესაძლებლობა ან როგორც საწარმოს საინფორმაციო გარემოს სრული რესტ-რუქტურიზაცია. წარმოდგენილია საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის ძირითადი ცნებები.

საკვანძო სიტყვები:
ინფორმაცია, საინფორმაციო ტექნოლოგია, კომპიუტერები, საინფორმაციო საზოგადოება
გამოქვეყნებული: დეკ 22, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles