სასამართლოს უფლებამოსილების კრიტიკა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში
Main Article Content
ანოტაცია
სასამართლოს უფლებამოსილების კრიტიკა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკი-თხებში ერთ-ერთი საინტერესო საკითხია, რომელიც მოიცავს, როგორც ნორმების შეფასებას ისე სასა-მართლო პრაქტიკის მიმოხილვას. მრავალფეროვანი უცხოური პრაქტიკის ფონზე, საქართველოში ეს დარგი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. პრობლემები იკვეთება ნორმის განმარტებისას სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში. ნაშრომში შემოთავაზებულია სასამართლოს უფლებამოსილების კრიტიკა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში.
საკითხი, რომელსაც ნაშრომი შეისწავლის თანაბრად წარმოაჩენს არსებული პრობლემის სამართლებრივ ფარგლებს. პრობლემები განპირობებულია ნორმის განმარტების სხვადასხვაობით, სა-სამართლო პრაქტიკის განსხვავებულობით, საქართველოში საარბიტრაჟო სამართლის განვითარების ხარისხით და სხვა. თუ რატომ უნდა ვიკვლიოთ ეს საკითხი, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს სა-სამართლოს უფლებამოსილების კრიტიკის თეორიულ მნიშვნელობაზე. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულია არბიტრაჟის და სასამართლოს უფლე-ბამოსილებები, არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ორ უფლებამოსილებას შორის არსებული სამართლებრივი განსხვავება. სწორედ ეს არის კვლევის მიზანი, რომ სასამართლოს უფლებამოსილების კრიტიკა სარჩელის უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, დაეფუძნოს აღნიშნული უფლებამოსილების გავლენის დადგენას ადრესატებსა და ადრესანტებზე.
სხვა საკითხია, რა პრაქტიკა გვექნება ან რამდენად დაინტერესდებიან მოქალაქეები ამ უფ-ლებამოსილებებით. მნიშვნელობის საკითხზე გავლენა არ უნდა მოახდინოს ნორმის ხარვეზმა. ხარვეზი შესაძლოა გამომდინარეობდეს ნორმის არასრული გაგებით ან მისი შედგენისას შინაარსის გაუთვალისწინებლობით. ნაშრომის პირველ თავში განხილული იქნება პროცესის დახასიათება, თუ რა გზას გადის სასამართლო ამ უფლებამოსილების განხორციელებისას. მეორე თავში შეფასებულია 23-ე მუხლის დისპოზიცია, ხოლო მესამე თავში შემოთავაზებულია ხედვა სასამართლო პრაქტიკის არაპრაქტიკულობის შესახებ. ძირითადი ამოსავალი წერტილი, კანონის ორი ნორმის განმარტებას და შინაარსის სწორად გადმოცემას ეფუძნება.