განიარაღების, დემობილიზაციის და რეინტეგრაციის როლი შეიარაღებული კონფლიქტის განახლების პოტენციური საფრთხის შემცირებაში

Main Article Content

სერგო თევზაძე

ანოტაცია

ნაშრომში განვიხილავთ თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტების მომდევნო ეტაპებს, რომ-ლებიც მიმართულია მშვიდობის დამყარებაზე და ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე სტაბილური საზოგადოებრივი ცხოვრების ჩამოყალიბებაზე და მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესებაზე. ნაშრომი მოიცავს, ასევე, სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურ ჩართულობას განიარაღების, დემობილიზაციის და რეინტეგრაციის პროცესში, როგორც ცალკეული მოქმედებების მართვის და კონტროლის თვალსაზრისით, ასევე საინფორმაციო და ლოჯისტიკური უზ-რუნველყოფის კუთხით.
შეიარაღებული კონფლიქტების შემდგომი მოქმედებების მიმდინარეობის პროცესი თავისთავად გულისხმობს გარკვეული პრობლემატური საკითხების წარმოშობას და თანმდევი ნეგატიური მოვლე-ნების არსებობას, რაც ნათლად ჩანს ნაშრომში და დაკავშირებულია ადამიანების ინდივიდუალურ ან ჯგუფურ ფსიქო-ემოციურ გამოვლინებებთან, კომბადანტების არსებობასთან, დაბალ სოციალურ ფო-ნთან, უმუშევრობასთან, ჰუმანიტარულ კრიზისთან, კორუფციასთან, გაზრდილ კრიმინალთან და ა.შ. ჩამოთვლილი პრობლემები ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ განიარაღების, დემობილიზაციის და რეინტეგრაციის პროცესებზე და მნიშვნელოვნად აფერხებენ მათი განხორციელების ეფექტურობას და საბოლოო მიზანს. აჭიანურებენ ქვეყნის სტაბილურობისკენ მიმართულ პროცესებს, კერძოდ ხელს უშ-ლიან ხელისუფლების და სამართალდამცავი სტრუქტურების სრულყოფილ ფუნქციონირებას, კერძო სექტორის და ბიზნესის, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების განვითარებას.
ნაშრომში, ასევე, წარმოჩენილია არამარტო განიარაღების, დემობილიზაციის და რეინტეგრაციის პროცესში მყოფი სახელმწიფოს საქმიანობა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა და მათი დადებითი თუ უარყოფითი გავლენა აღნიშნულ პროცესებზე, ასევე მიგრაციასთან და ემიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რაც ძალზედ აქტუალურია შეიარაღებული კონფლიქტის შემდგომი ეტაპისთვის, ქვეყნის გარეთ ემიგრირებულ ან საომარ მოქმედებების არეალიდან მიგრირებულ მოსახლეობასთან მიმართებაში. ასევე ყურადღება გამახვილებულია განიარაღების, დემობილიზაციის და რეინტეგრაციის განხორციელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე, რომელსაც წარმოადგენს ურთიერთნდობის მოპოვება სამთავრობო და მათთან ერთად აღნიშნულ პროცესში ჩართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მეორე მხარეს მყოფი პირებს, ჯგუფებს ან ფორმირებებს შორის.
ნაშრომში განხილული განიარაღების, დემობილიზაციის და რეინტეგრაციის პროცესი ხაზს უსვამს თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტების შემდგომ პერიოდში, მშვიდობაზე და სტაბილურობაზე ორიენტირებული მოქმედებების განხორციელების მნიშვნელობას, განიხილავს მათ დადებით და უა-რყოფით მხარეებს, გამოკვეთს ადგილობრივი სამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის წვლილს და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ზემოთ აღნიშნულ პროცესებში, ხოლო ნაშრომში გამოყენებული ისტორიული მაგალითები კი უფრო მეტად ამყარებს და ნათლად წარმოაჩენს განიარაღების, დემობილიზაციის და რეინტეგრაციის პროცესის ჩატარების აუცილებლობას შეიარაღებული კონფლიქტების დასრულების შემდგომ პერიოდში.

საკვანძო სიტყვები:
განიარაღება, დემობილიზაცია, რეინტეგრაცია, კონფლიქტი, სტაბილურობა, შეიარაღებული დაპი-რისპირება, უსაფრთხოება, ნდობა, უნდობლობა, სოციალური მდგომარეობა, სამხედრო.
გამოქვეყნებული: დეკ 22, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles