ფილმების, როგორც მულტიფუნქციური რესურსის გამოყენება სასწავლო პროცესში
Main Article Content
ანოტაცია
ჩვენს სტატიაში გაგაცნობთ სხვადასხვა ჟანრის კინოფილმის მიზნობრივ გამოყენებას საგაკვეთილო პროცესის სრულყოფილად წარმართვისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული სასწავლო-საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისათვის. ნაშრომი ეხება ფილმების, როგორც მულტიფუნქციური სასწავლო რესურსის, გამოყენებას ინგლისური ენისა და ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე. განვიხილავთ ფილმების გავლენას ენობრივი კომპეტენციების, კერძოდ, უცხო ენაში მოსმენისა და საუბრის უნარების განვითარებასა და ქართულ ენაში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაზე. მოგეხსენებათ, რომ მოსმენის უნარის განვითარება – საუბრის უნართან ერთად მნიშვნელოვანია ენობრივ კომპეტენციებს შორის, რადგან ის დიდ დახმარებას უწევს მოსწავლეს რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციებში. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში კი მოსმენა წარმოადგენს არა მოსაწყენ აქტივობას, არამედ შესაძლოა მოსწავლესათვის მიწოდებული იყოს მრავალი ფორმით, იქნება ეს სიმღერების სახით, ფილმების ცალკეული პასაჟებითა თუ გადაცემების / რეკლამების ყურებით სამიზნე ენაზე. ნაშრომი ეხება ფილმების გამოყენებას კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში.