ვადაგასული პოლინიტროარომატული ფეთქებადი ნივთიერებების უტილიზაცია-რეციკლირების მეთოდოლოგიის კვლევა

Main Article Content

მერაბ ნადირაშვილი

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიო ძნელი წარმოსადგენია ფეთქებადი ნივთიერებების (ფნ) გარეშე. ამ მაღალენერგეტიკულ ქიმიურ ნაერთებს ახასიათებთ ექსკლუზიური თვისება, რომელსაც აფეთქებას ვუწოდებთ. აფეთქება, ხატოვნად - ეს არის სწრაფი, ,,დროში კონცენტრირებული’’ ენერგია, რომელსაც მუშაობის შესრულება შეუძლია.
ამჟამად, ათასობით ფნ-ა სინთეზირებული, თუმცა, დენთის აღმოჩენის შემდეგ, ახალი ფნ-ების ძიება და სრულყოფა წუთითაც არ შეწყვეტილა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ იქნებოდა შესაძლებელი ფეთქებადი უნარის ზრდასთან ერთად ფნ-ების თვითღირებულების შემცირება, გაძნელდებოდა ისეთი ფნ-ების მოძიება, რომელთა პრაქტიკული გამოყენება, შენახვა, ტრანსპორტირება უსაფრთხო იქნებოდა, არ იარსებებდნენ უმძლავრესი ფნ-ები: ჰექსოგენი, ოქტოგენი, ჰექსანიტრობენზოლი...
ზოგადად, ჩვენი სამუშაოს მიზანია, პიკრინმჟავასა და ტროტილის სინთეზი და მათ ბაზაზე ახალი ფნ-ების შექმნა. დღეისათვის სინთეზირებულია ორ ათეულზე მეტი ახალი ფნ.
ახალი ფნ-ების სინთეზის სირთულეებთან ერთად, არანაკლები პრობლემაა ვადაგასული ფნ-ების თვით არსებობაც. ეს გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით:
1. ფნ-ების წარმოება დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და მისი, თუნდაც ვადაგასული ვარიანტის განადგურება არ არის სასურველი.
2. საფრთხის შემცველია ფნ-ების დიდხანს დასაწყობებული შენახვა.
3. ვადაგასული ფნ-ების არც დაწვა ან აფეთქება შეიძლება, გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის მკვეთრი გაუარესების საფრთხის გამო.
აღნიშნული პრობლემის გადაჭრის გზა, ვადაგასული ფნ-ების უტილიზაციასა და რეციკლირებაზე გადის, რასაც, უთუოდ, გარკვეული ეკონომიკური ეფექტი ექნება.
პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობათა ძიების ფარგლებში, ვახდენთ პიკრინმჟავასა და ტროტილის გარდაქმნას ისეთ ახალ ქიმიურ სტრუქტურებად, რომელიც უკეთეს ფეთქებად თვისებებს ავლენს. პირველ რიგში, ვგულისხმობთ ე.წ. CT ნაერთების სინთეზს.
სტატია შეეხება ვადაგასული პოლინიტროარომატული ფნ-ების (ტროტილი, პიკრინმჟავა...) უტილიზაცია - რეციკლირების მეთოდოლოგიის შემუშავებას CT ნაერთების სინთეზის პროცესის გამოყენებით.

საკვანძო სიტყვები:
ფეთქებადი ნივთიერებები, ტროტილი, სინთეზი, ნიტრირება, CT ნაერთები, აფეთქება, უტილიზაცია
გამოქვეყნებული: დეკ 22, 2023

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles