საქართველოს ტერიტორიის ოპერატიული დარაიონებისსაქართველოს დარაიონების პრინციპები და მათი რეალიზების ძირითადი მიმართულებები
Main Article Content
ანოტაცია
კონტინენტური და საზღვაო სამხედრო მოქმედებათა თეატრები, საჰაერო ზონები, სტრატეგიული და ოპერატიულ მიმართულებები და ტაქტიკური რაიონები წარმოადგენენ შეიარაღებული ძალების ბრძოლის არენას. ის თანამედროვე სამხედრო ხელოვნების ორგანული ნაწილი გახდა. ეს განპირობებულია იმით, რომ შეიარაღებული ძალების რაციონალური განლაგება და სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნა სივრცობით ჩარჩოებში, სამხედრო საფრთხისა და მუქარის დონის პროგნოზირებით, რომელიც თავ-დაცვის ინტერესებიდან გამომდინარეობს, განსაზღვრულია როგორც სამხედრო მშენებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება.
სამხედრო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის ტერიტორიის ოპერატიული მო-წყობა მრავალმხრივი და რთული პრობლემაა.ქვეყნის ტერიტორიის ოპერატიული დარაიონება მიზნად ისახავს ომის შემთხვევაში უზრუნველყოს სახელმწიფოსა და მისი შეიარაღებული ძალების მომზადების ღონისძიებების ჩატარება, უფრო მიზანმი-მართულად განახორციელოს მობილიზაცია, ჯარების საბრძოლო მომზადება და მართვა.
ოპერატიულ დარაიონებაში ვგულისხმობთ ქვეყნის ტერიტორიის დაყოფას თავდაცვის ეფექტუ-რების ამაღლების მიზნით.
ოპერატიულ დარაიონებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის თავდაცვის სისტემაში.
პირველ რიგში, იგი შეესაბამება ქვეყნის პოლიტიკას, ეკონომიკას, საფრთხეებს, სამხედრო გეგმებს; აძლევს საშუალებას მთავრობას განახორციელოს ქვეყნის ეფექტური სამხედრო მართვა, საგანგებო თუ საომარი მოქმედებების დროს.
მეორე, ჯერ კიდევ მშვიდობიან დროს ეს რაიონები მომზადდება თავდაცვის გეგმის შესაბამისად სამხედრო - საინჟინრო და სხვა უზრუნველყოფის სრული სპექტრის გათვალისწინებით.
მესამე, ცალკეულ რეგიონში საგანგებო სიტუაციების დროს მასზე რეაგირება მოხდება ადგილობრივი ძალებით.
და ბოლოს - საქმეში ჩართული იქნებიან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები და მოსახლეობა.