განათლება კოვიდპანდემიის პერიოდში: გამოწვევები და პერსპექტივები

Main Article Content

ზურაბ ზერეკიძე
ნანა მდინარაძე
ქეთევან მდინარაძე

ანოტაცია

ნაშრომი წარმოადგენს საქართველოში პოსტკოვიდური პერიოდის საგანმანათლებლო სივრცის მიმოხილვას. პანდემიამ ახალი რეალობის წინაშე დააყენა მსოფლიო, რის გამოც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ერთადერთი გზა უსაფრთხო განათლებისათვის ონლაინ სწავლება აღმოჩნდა. ყოველივე ეს კი უნივერსიტეტების მართვის სისტემაში მკვეთრ ცვლილებების მოითხოვდა. სასწავლო წლის დაწყებამდე უნივერსიტეტები არსებული ონლაინ სერვისების გაუმჯობესებას შეეცადნენ, რაც გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დისტანციური სწავლება დიდი ხანია დანერგილია და წარმატებითაც ხორციელდება. ჩვენს ქვეყანაში ამის გამოცდილება არ იყო, რამაც გარკვეული სიძნელეები წარმოშვა. გაჩნდა ელექტრონული სახელმძღვანელოების, ვირტუალური ლაბორატორიების შექმნის, პერსონალის გადამზადების აუცილებლობა.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი არის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული მდგომარეობის შესწავლა და შეფასება. დღეისათვის არსებულ კვლევებზე დაყრდნობით გავაანალიზეთ პანდემიის გავლენა განათლების სისტემის სხვადასხვა სექტორზე. წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა და რეკომენდაციები უმაღლესი განათლების განვითარების შესახებ.

საკვანძო სიტყვები:
საგანმანათლებლო სისტემა, დისტანციური განათლება, პანდემია კოვიდ-19, ციფრული ტექნოლოგიები სწავლების პროცესში, უნივერსიტეტის მართვის ტრანსფორმაცია
გამოქვეყნებული: თებ 10, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles