საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობის ზრდის ბოლო ათწლეულის სტატისტიკის ანალიზი
Main Article Content
ანოტაცია
დაზღვევა საზოგადოების სოციალური თუ ეკონომიკური ურთიერთობების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. თანამედროვე ცხოვრების რითმის გათვალისწინებით მისი მნიშვნელობა ყოველდღიურად იზრდება, ფიზიკური თუ იურიდიული პირები საჭიროებენ გარანტიას, რომ ცალკეული შემთხვევის დადგომის შედეგად მათთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება. დაზღვევა წარმოადგენს რისკის განაწილების საშუალებას და მიზნად ისახავს, დაიცვას პირი მისთვის უარყოფითი მოვლენის საფუძველზე მიყენებული ზარალისაგან, აღადგინოს ზიანის გამომწვევ ქმედებამდე არსებული მდგომარეობა.
დაზღვევის ისტორია უძველესი დროიდან იღებს სათავეს, რაც გასაკვირი არაა, ვინაიდან ადამიანს ყოველთვის გააჩნდა სურვილი წინასწარ განეჭვრიტა მისთვის ზიანის მიმყენებელი მოვლენის დადგომის ალბათობა და ასეთ შემთხვევას მომზადებული შეხვედროდა. დაზღვევა საუკენეების განმავლობაში ყალიბდებოდა პირთა მოთხოვნილებების, პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემებისა და ფიზიკურ თუ იურიდიულ პირთა ძირითადი მიზნის - რისკის შემცირების - გათვალისწინებით.
დღეის მდგომარეობით, დაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სამართლებრივი ურთიერთობაა. სულ უფრო იზრდება ბაზარზე სადაზღვევო კომპანიათა რიცხვი, კონკურენცია მათ შორის და დაზღვევის მსურველ პირთა ოდენობა. ამიტომ, დაზღვევის თავისებურებების შესწავლა მეტად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნაშრომში განხილულია სადაზღვევო ინტერესის ცნება და მისი მნიშვნელობა. სადაზღვევო ინტერესი წარმოადგენს დაზღვევის სავალდებულო ნიშანს, რომელიც არა მარტო განასხვავებს დაზღვევას სხვა სამართლებრივი ურთიერთობებისგან, არამედ წარმოადგენს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის აუცილებელ წინაპირობას. შესაბამისად, თემაში განხილულია, სადაზღვევო ინტერესის არსებობის დანიშნულება, პრაქტიკაში მისი გამოხატულება, სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის გავლენა დაზღვევის განვითარებაზე, მისი ურთიერთკავშირი დამზღვევის კეთილსინდისიერებასთან. დაზღვევის ინტერესის მნიშვნელობა წინასახელშეკრულებო ეტაპზე და სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის.
დასკვნის სახით შეჯამებულია თემაში განხილული საკითხები, დაზღვევის სამართლებრივი რეგულირების სრულყოფის საკითხი, სადაზღვევო ინტერესის, როგორც დაზღვევის ხელშეკრულების აუცილებელი ელემენტისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის სავალდებულო წინაპირობის, მნიშვნელობა და სასამართლოს როლი მისი არსებობის დადგენისას.
სადაზღვევო ინტერესის დოქტრინის განვითარება ერთი მხრივ მნიშვნელოვნად გაზრდის მხარეთა კეთილსინდისიერებას სახელშეკრულებო ურთიერთობებში, მეორე მხრივ ამაღლდება მომხმარებლის ნდობას სადაზღვევო ბაზრის მიმართ.