მაღალტემპერატურული თერმოელექტრული გენერატორი SiGe შენადნობების ფუძეზე

Main Article Content

კარლო ბარბაქაძე
გურამ  ბოკუჩავა
ზურაბ  ისაკაძე
აზა   კუცია
ირაკლი ტაბატაძე
ირაკლი ტაბატაძე
მერი   ბარბაქაძე
მერი   რეხვიაშვილი

ანოტაცია

სტატიაში წარმოდგენილია ზოგადი ცნობები თერმოელექტრული გენერატორის (თეგ) შედგენილობისა და მუშაობის პრინციპის შესახებ. თეგ–ის ძირითად კვანძებად დასახელებულია თერმოელემენტი და თერმოელექტრული მოდული. აღწერილია თერმოელემენტის კონსტრუქცია და მუშაობის პრინციპი. მოყვანილია 16 თერმოელემენტის შემცველი მონოლითური თერმოელექტრული მოდულის სქემატური გამოსახულება. მოყვანილია თერმოელექტრული მასალის მქკ-ის დამოკიდებულება მის ეფექტურობასა და ცხელსა და ცივ ბოლოებს შორის არსებულ ტემპერატურათა სხვაობაზე. ნაჩვენებია თერმოელექტრული SiGe შენადნობების პერსპექტულობა მაღალტემპერატურული თეგ–ების შესაქმნელად. ნაჩვენებია გერმანიუმის მცირე შემცველობის SiGe შენადნობების გამოყენების უპირატესობა ფართო მოხმარების თეგ-ების შესაქმნელად. აღწერილია n - და p–ტიპის Si0.95Ge0.05 შენადნობების დამზადების, მათი კომუტაციური გადასვლების ფორმირების და მათ ფუძეზე ჰაერზე 900°C ტემპერატურამდე მომუშავე მონოლითური თერმოელექტრული მოდულის შექმნის ტექმნოლოგია. აღნიშული ტექნოლოგიებით დამზადებულია 16 თერმოელემენტის შემცველი 6 მოდული, რომლებსაც ცივ ბოლოებზე მიერთებული აქვთ ელექტროსაიზოლაციო კვანძები. მოყვანილია ერთერთი ასეთი თერმოელექტრული მოდულის ენერგეტიკული მახასიათებლები გაზომილი გაზის გამახურებელისა და წყლის გამაცივებელის გამოყენების პირობებში. მითითებულია თერმოელექტრული SiGe შენადნობების ფუძეზე შექმნილი თეგ-ის გამოყენების პერსპექტული მიმართულებები

საკვანძო სიტყვები:
თერმოელექტრობა, თერმოელექტრული ეფექტურობა, თერმოელექტრული ბატარეა, თერმოელექტრული გენერატორი
გამოქვეყნებული: თებ 10, 2025

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles