საგანგებო სამეულები, მათი სხდომები და ნაირსახეობები
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე სტატიაში საუბარი წარიმართება საბჭოთა ხელისუფლების დროინდელ ფენომენზე - საგანგებოდ შექმნილ კომისიებზე და იმჟამინდელ ტერორზე. მიუხედავად საბჭოთა კავშირის დროინდელი საკონსტიტუციო საკანონმდებლო ნორმისა, სადაც მეტ-ნაკლებად გასაგები ფორმით იყო განსაზღვრული სახელისუფლებო შტოები და მათი ფუნქციები, უზენაესი კანონის მიღმა, გაცილებით დაბალი ნორმატიული იერაქიის საფეხურზე მდგომი აქტის საფუძველზე შემოღებულ იქნა ე.წ. „მართლმსაჯულების“ ორგანოები - ორეულები და სამეულები კომისიების და სათათბიროების სახით. კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხშირ შემთხვევებში იყო რადიკალური და გამარტივებულად მიიღებოდა, შესაბამისად აღსრულების თვალსაზრისით სირთულეებთან არ იყო დაკავშირებული. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გადაწყვეტილების მძიმე სანქციისა, კომისიას არავითარი ბმა არ ჰქონდა სასამართლო ხელისუფლებასთან და მათი „განაჩენი“ რეპრესიების და ტერორის ხასიათის მატარებელი იყო და არა სამართლიანობის აღდგენის. გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღებოდა იმჟამინდელი მაღალი ჩინის მქონე სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, ვითომდა კომისიური წესით, იყო საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა, რაც თავისთავად იყო უსამართლო და უკანონო.