სიცოცხლის დაზღვევის სოციალური და სამართლებრივი ასპექტები

Main Article Content

ნინო სოზიაშვილი

ანოტაცია

ნაშრომი შეეხება სიცოცხლის დაზღვევის სოციალურ და სამართლებრივ ასპექტებს. კვლევის მიზანია გაანალიზოს სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, რომლებიც ვფიქრობთ, რომ მრავლად არის დღეს პრაქტიკაში.
ადამიანის სიცოცხლის ფულადი თანხით შეფასება შეუძლებელია, თუმცა ამის მიუხედავად სიცოცხლის დაზღვევა წარმოადგენს განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელსაც მიიღებენ ასეთი დაზღვევის მფლობელის კმაყოფაზე მყოფი პირები. შესაბამისად სწორედ იმის გამო, რომ დაზღვევის ეს სახე ეხება ისეთ განსაკუთრებულ უფლებას, როგორიც არის სიცოცხლე, ბუნებრივია მას განსაკუთრებული საკანონმდებლო მოწესრიგება და დაცვა სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამოქალაქო სამართალში, თითქოს მოწესრიგებული და ჩამოყალიბებულია სიცოცხლის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები, იმ შემთხვევაში, თუ სიღრმისეულად შევეცდებით მისი არსის გარკვევას, დავინახავთ, რომ არსებობს უამრავი პრობლემური საკითხი, რომლებიც განსაკუთრებით იჩენს თავს პრაქტიკაში. სწორედ ამიტომ ვეცდებით წინამდებარე ნაშროზე მუშაობისას გამოვიყენოთ როგორც, ქართული სამართლი, ასევე უცხოური კანონმდებლობა, ასევე ისტორიულ-სამართლებრივი და შედარებით-სამართლებრივი ანალიზი.
ვფიქრობთ განსახილველი საკითხები უდავოდ პრობლემური და აქტუალურია, ხოლო ნაშრომში განხილული პრაქტიკა ამ სფეროში არსებული ხარვეზების გამოსწორების საშუალებას იძლევა, ამიტომაც დასკვნით ნაწილში შეჯამებული იქნება კვლევის შედეგები, ამ კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემები და ამ პრობლემების გადაჭრის ერთგვარი რეკომენდაციები.

საკვანძო სიტყვები:
დაზღვევა, სიცოცხლის დაზღვევა
გამოქვეყნებული: დეკ 15, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles