ინფორმაციული რევოლუცია და ინფორმაციული საზოგადოების გაჩენა
Main Article Content
ანოტაცია
მსოფლიოს თანამედროვე ეტაპზე ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში. სტატიაში განხილულია ინფორმაციული რევოლუციის ხასიათი, მისი შედეგები და ინფორმაციული საზოგადოების წარმოქმნის პროცესები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექნოლოგიურ პროგრესს, ეკონომიკურ და სოციალური სტრუქტურების ტრანსფორმაციას და ინდივიდის როლს ახალ სოციალურ გარემოში. სტატიაში ასევე მოცემულია ინფორმაციული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პრობლემების სოციალურ-ფილოსოფიური ანალიზი, ინფორმაციული რევოლუციის სოციალურ-კულტურული შედეგები, ასევე ახალი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება და მათი გავლენა ადამიანის საქმიანობასა და თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაზე. სტატიაში დეტალურად არის აღწერილი თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ისტორია.
დასასრულს, წარმოდგენილია დასკვნები, რომლებიც ასახავენ ინფორმაციული ტექნოლოგიების მნიშვნელობას როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე მათ, როგორც ორგანიზაციის საქმიანობაში პროცესის მართვის ორგანიზების ინსტრუმენტად გამოყენებაში.