რეზერვისტთა დანაყოფების როლი ტოტალური თავდაცვაში
Main Article Content
ანოტაცია
როგორც ცნობილია, დღესდღეობით საქართველოს გააჩნია ორი სახის რეზერვი: აქტიური და სამობილიზაციო. აქტიური რეზერვი საკუთრივ მოიცავს სპეციალისტთა რეზერვს და ტერიტორიული პრინცი-პით შერჩეულ მოხალისეებს(ტერიტორიულ რეზერვს), რომლებიც ირიცხებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებში (იხ. თავდაცვის კოდექსი).
აღნიშნული დანაყოფები (ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონები) განლაგებულია საქართველოს რეგიონების მიხედვით და მათი დაკომპლექტება ხდება რეგიონში მცხოვრები მოსახლეობით, რომელთა დარეგისტრირება, შეკრება და შესაბამისად გადამზადება ხორციელდება კანონით დადგენილი წესისა და დანაყოფებში წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკების მიხედვით.
ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფებში გაწევრიანება ხდება ნებაყოფლობით, 4 წლიანი ხელშეკრულების გაფორმებით. ეს დანაყოფები აერთიანებენ სხვადასხვა ასაკის, პროფესიის, ეროვნებისა და აღმსარებლობის საქართველოს მოქალაქეებს. სასწავლო შეკრებები ხელს უწყობს ტერიტორიულ რეზერვში გაწევრიანებულ ერთი რეგიონის მოქალაქეებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაში, დაახლოებასა და ერთ გუნდად შეკვრაში, რაც ქმედითუნარიანი დანაყოფების ჩამოყალიბების წინაპირობაა. აღნიშნული ქვედანაყოფები, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებულ იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ირგანოების მხარდასაჭერად საგანგებო სიტუაციების, სტიქიური უბედურებისა და ქვეყანაში საომარი ვითარების შექმნის დროს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში ქვეყნის თავდაცვისათვის გატარებულ ყველა ღონისძიებაში.
წინამდებარე სტატია ეხება საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პარალელურად ტერიტორიული თავდაცვის დანაყოფების როლის წარმოჩენას ტოტალური თავდაცვის საერთო ჭრილში და მათ მნიშვნელობას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების თვალსაზრისით, რომლებიც თავისი არსით წარმოადგენენ ე.წ. ტოტალური თავდაცვის ნაწილს, რომლის დანერგვის შესახებ წლების წინ აქვს გაცხადებული საქართველოს მთავრობას.