განახლებადი ენერგიის ფაქტორი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
Main Article Content
ანოტაცია
განახლებადი ენერგიის წყაროები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ენერგეტიკული და პოლიტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. მათი გამოყენება ამცირებს იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულებას, უზრუნველყოფს ენერგიის მდგრად და სტაბილურ მომარაგებას, ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას. საქართველოს, თავისი ჰიდროენერგიის, მზის, ქარის, ბიომასისა და გეოთერმული რესურსებით, აქვს პოტენციალი, რომ განავითაროს ენერგიის განახლებადი წყაროები და ხელი შეუწყოს ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და საერთაშორისო პოზიციის გამყარებას. მიუხედავად არსებული ტექნოლოგიური და ფინანსური გამოწვევებისა, სწორი პოლიტიკის, საერთაშორისო მხარდაჭერისა და ინვესტიციების გზით შესაძლებელია, როგორც ენერგეტიკული, ისე პოლიტიკური უსაფრთხოების გაძლიერება. განახლებადი ენერგიის განვითარება ქმნის მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ სარგებელს, რაც აუცილებელია ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.
„საქართველო ისწრაფვის გახდეს მოწინავე განვითარებული ქვეყანა, დასავლური დემოკრატიული სამყაროს ნაწილი, ევროკავშირის წევრი და ნატოს წევრი ქვეყნების თანასწორუფლებიანი პარტნიორი. ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკა უსაფრთხოების, დეკარბონიზაციის, ეკონომიკური თანამშრომლობის, სოციალური, კვლევითი თუ სხვა ასპექტებით, ამ მისწრაფებების უზრუნველყოფის საკვანძო მიმართულებაა.“