მომხმარებელთა უფლებების სამართლებრივი რეგულირება - წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ

Main Article Content

ლიკა მორალიშვილი

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ციფრულ განზომილებაში ინაცვლებს კომერცია და სამოქალაქო ბრუნვა. ასეთი ფუნდამენტური ცვლილებების შემდეგ მნიშვნელოვანია კომერციულ ურთიერთობებში მომხმარებლის უფლებების დაცვა. მომხმარებელი წარმოადგენს გარიგების სუსტ მხარეს, რადგან მას არ აქვს საბაზრო ძალაუფლება. კომერციული საქმიანობის გაციფრულების შედეგად კი უკვე მოწყვლადი მომხმარებელი ხდება უფრო მეტად მოწყვლადი. მომხმარებლის დასაცავად მნიშვნელოვანია არსებობდეს სრულყოფილი და ეფექტური კანონმდებლობა, რომელიც ორიენტირებული იქნება თანამედროვე გამოწვევებზე.
საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართალი 2012 წლიდან 2022 წლამდე არ არსებობდა. 2022 წელს კი, ერთის მხრივ ევროკავშირთან ინტეგრაციის, ხოლო მეორე მხრივ - სამომხმარებლო ურთიერთობების დარეგულირების საჭიროების არსებობის გამო, კანონმდებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ძალაში შევიდა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან/რეგულაციებთან

საკვანძო სიტყვები:
მომხმარებელთა უფლებები, ევროკავშირი, უსამართლო კომერციული პრაქტიკა, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება, ინფორმირების ვალდებულება
გამოქვეყნებული: დეკ 15, 2022

Article Details

გამოცემა
სექცია
Articles